fbpx

საცნობელი – ქართული სამაგიდო თამაში ყველასთვის


გააზიარე სტატია

 

“საცნობელი” ახალი შემეცნებით-გასართობი ქართული სამაგიდო თამაშია. მასში გაერთიანებულია 60-მდე ქართველი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც ბარათებზეა დატანილი.

 

 

თითოეული ბარათი უნიკალური მნიშვნელობისაა, ყველას თავისი ახსნა და ისტორია აქვს. – ასეთია ოფიციალური აღწერა თამაშის, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა დღის სინათლეზე და რომელიც განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სამაგიდო თამაშები უყვარს: დიდებისთვის, პატარებისთვის, ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანისთვის.

თამაშის შესახებ მეტის გასაგებად, მის შემქმნელებს ვესაუბრეთ:

 

რას შეიცნობს საცნობელის მოთამაშე? რა არის თამაშის სიუჟეტი და თემატიკა?

“საცნობელი” შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაშია და პოპულარული ასოციაციური ბორდგეიმების ჯგუფს განეკუთვნება. ბანქოების ვიზუალური და შინაარსობრივი მხარე 60 ქართველი მხატვრის საუკეთესო ნიმუშებითაა გაფორმებული.

“საცნობელის” მთავარი პრინციპი ამ მრავალფეროვანი ნახატებით ასოციაციური აზროვნებაა, მასში ჩართული ადამიანები ცდილობენ ერთმანეთის ფიქრები გამოიცნონ და ასე შექმნან საერთო შინაარსობრივი ხაზი.

ყველა ნახატს თავისი ინდივიდუალური ისტორია და ნიშნები აქვს. მათი დატვირთვა თითოეული მოთამაშისთვის განსხვავდება, რადგან განსხვავებულია ამ ადამიანების  ასოციაციური აზროვნება და ინფორმაცია.

 

 

რამდენი მოთამაშე სჭირდება თამაშს, რამდენ ხანს გრძელდება და რა უნარებს მოითხოვს?

თამაშისთვის საჭიროა მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 მოთამაშე. მოჰყვება ბანქოს ორი დასტა, თითოეული 98 ნახატით.

თამაში შესაძლოა ითამაშო სხვადასხვაგვარად, შესაძლოა დაფაზე უბრალოდ გადაადგილდე, ან წესებში გაწერილი შეზღუდვების მიხედვით ითამაშო.

შესაძლებელია თამაში გაგრძელდეს ბანქოს დასტის დასრულებამდე (შესაძლებელია ორივე ბანქოს დასტის გადაბმა), ან თუ ვინმე დაფის ბოლო ციფრს უფრო სწრაფად მიაღწევს, თამაში დასრულებულად გამოცხადდეს.

სათამაშო დრო 40 წუთიდან 1 საათამდე აღწევს, გააჩნია მოთამაშეები რა ტიპის სტილს აირჩევენ.

“საცნობელის” სათამაშოდ აუცილებელია ლოგიკური აზროვნება, ფანტაზიის უნარი და ცნობისმოყვარეობა. თამაში უნიკალურია იმითაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშეები რა ენაზე საუბრობენ, ყველასთვის მარტივად გასაგები და საინტერესოა.

 

გრძელია სია იმ მხატვრებისა, რომლებმაც მასზე იმუშავეს და როგორც ანოტაციაში წერია, თითოეულ ნახატს თავის ახსნა და ისტორია აქვს. რამ გამოიწვია ამდენი მხატვრის ჩართვის საჭიროება?

თამაშის შექმნის მთავარი მოტივაცია ქართველი მხატვრების ნამუშევრების პოპულარიზაცია იყო. თამაშის ბანქოზე დატანილი ნამუშევრები ძალიან საინტერესო და შინაარსიანია. მათი უმრავლესობა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ვფიქრობ, იქნება ბევრი საინტერესო მხატვარიც, რომელიც  ჯერ ფართო საზოგადოებამ არ იცის.

მომავალშიც ჩვენ ვფიქრობთ კოლაბორაციას დამწყებ მხატვრებთან და არა მარტო მათთან, გვინდა ყველა მსურველს, რომელსაც ამ პროექტში ჩართვა მოუნდება, მივცეთ შანსი, ვნახოთ და შევარჩიოთ ახალი ნახატები, რომლებსაც  ცალკე დასტებად გამოვუშვებთ.

ვფიქრობთ, ქართველი მხატვრების პოპულარიზაციისთვის ძალიან საინტერესო ფორმაა, ამიტომაც ჩვენ შევქმენით “საცნობელი“ ბავშვებისთვის, თამაშში 98 სხვადასხვა  ნახატია გამოყენებული. იგი შვიდ სხვადასხვა ფერზე დაყრდნობითაა შექმნილი.

მასში ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული, რაც ბავშვების უნიკალურ ფანტაზიასა და აღქმას თავისუფალი შემოქმედებითი კუთხით წარმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.  

No photo description available.

 

ვინ მუშაობდა თამაშის შექმნაზე, გარდა უამრავი მხატვრების დიდი ჯგუფისა?

თამაშის იდეა გვეკუთვნის ჩვენ (სოფო კუჭავა, ელენე ძნელაძე, მაია ძიძიგური) ხოლო ამ პროექტის განხორციელება მოხდა ჩვენი და სარეკლამო კომპანია Magsman-ის ერთობლივი კოლაბორაციის შედეგად. ეს არის ძალიან კარგი სარეკლამო კომპანია, რომელშიც უამრავი თავისი საქმის პროფესიონალი მუშაობს, რაც უდავოდ აისახა ორივე “საცნობელის” საინტერესო ლოგოებზე და ვიზუალზეც.

ჩვენი თამაშის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ საიტზე  http://www.satsnobeli.com/  გახლავთ შესაძლებელი.

 


რეკომენდებული სტატიები
ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები

ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები

ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები
გაგიადვილოთ ბავშვებისთვის საჩუქრების შერჩევის პროცესს და გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომლებიც გამორჩეულ საბავშვო პროდუქტს აწარმოებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.