fbpx

22 მარტი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

მასწავლებლების გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩად დაასახელეს

Image may contain: 1 person, smiling

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება. 

წყარო: https://www.facebook.com

 

გამოფენა ” გამოსახულებით და მსგავსებით” ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 15 აპრილამდე გაგრძელდება

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართველი და ბულგარელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა ” გამოსახულებით და მსგავსებით” მიმდონარეობს.  მასზე წარმოდგენილია მხატვრებუს მიერ შექმნილო 55 ავტოპორტრეტი.

კურატორი: სტეფან სტოიანოვი

ქართველი მხატვრები:

  • ტატო ახალკაციშვილი;
  • რუსუდან ხიზანიშვილი;
  • ლევან მინდიაშვილი;
  • უტა ბექაია
  • ნინა პერი
  • სანდრო დალაქიშვილი
  • ოლეგ ტიმჩენკო
  • ვახო ბუღაძე
  • მამუკა ცეცხლაძე
  • ლია შველიძე
  • გვანცა ჯიშკარიანი
  • მაკა ბატიაშვილი
  • მაია ნავერიანი

 

 

ეროვნული არქივის პავილიონში მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიხსნება.

Image may contain: outdoor

25 მარტიდან მხატვრის 50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი გამოიფინება. მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევარს, „პარიზის“ ესკიზს დამთვალიერებელი პირველად ნახავს.

წყარო: https://www.facebook.com

 

ნახეთ, როგორი იქნება ევროვიზია 2019-ის სცენა. ევროვიზია  2019 წლის მასპინძელი ისრაელია.

სიმღერის ევროფესტივალს არენა „ექსპო თელ-ავივი“ მასპინძლობს, სადაც კონკურსის ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო ევროვიზიის გრანდიოზული ფინალი 18 მაისს გაიმართება.

 

22 მარტს მწერალთა სახლი გიწვევთ  გალაკტიონის ჩანახატების გამოფენასა და საჯარო ლექციაზე „კიბერგალაკტიონი – ალგორითმები და ხელოვნება“

Image may contain: 1 person, beard and hat

საჯარო ლექციას გაუძღვებიან  პირველი ქართული ჩეთბოტის შემქმნელები,  მწერალი ზურა ჯიშკარიანი და ჯეო ლაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. ლექციაზე საუბარი იქნება ციფრული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზზე. კერძოდ, ჩეთბოტებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და მის შესაძლებლობებზე ლიტერატურასთან და ხელოვნებასთან მიმართებაში.

კიბერ გალაკტიონი პირველი ქართული ჩეთბოტია – პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ “ესაუბროთ გალაკტიონს”. ჩეთბოტში  ჩატვირთულია გალაკტიონის ლექსები, ნაწყვეტები დღიურებიდან და წერილებიდან, როცა მას ესაუბრებით, ის გპასუხობთ სწორედ ამ მონაცემებიდან, გალაკტიონისვე ენით და აჩენს შეგრძნებას, რომ ღამით მარტო დარჩენილებს ეკრანთან შეგიძლიათ ესაუბროთ თქვენს საყვარელ პოეტს, დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

23 მარტს, 14:00 საათზე, „კინოს სახლის“ კინოდარბაზში გაიმართება ჩვენება მიხეილ კობახიძის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმისა – “დაკარგული რვანახევარი”.

 

ვენისა და საფრანგეთის შემდეგ ნიკო ფიროსმანის ნახატები ესტონეთში გამოიფინება

ტალინის მუზეუმი „მიკელი“ 23 მარტიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ სამ ფერწერულ ტილოს მოიცავს. ესტონური საზოგადოებისთვის 5-თვიანი გამოფენა ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნება.

 

 


რეკომენდებული სტატიები
20 მარტი დილიდან 
Play Video

20 მარტი დილიდან 

20 მარტი დილიდან 
ნახეთ: რეპერ ლილ უეინს დემნა გვასალიას ქურთუკი აცვია წარწერით - შოთა, ვაჟა, გალაკტიონი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.