fbpx

“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება


გააზიარე სტატია

ძეგვის თავშესაფრის და საქართველოში პირველი ჰოსპისის და პალიატიური შინ მოვლის სამსახურის, „ჰოსპისი ფერისცვალებისდასახმარებლად   საქველმოქმედო ორგანიზაციასაქართველოს ამერიკელი მეგობრები“ 30 მარტს, შაბათს, 18 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  ყოველწლიურ საქველმოქმედო  გალა საღამოს გამართავს.

 

ფოტოები: გიორგი ყვავილაშვილი

 

ძეგვის თავშესაფარში ამჟამად 80 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები და მიუსაფარი მოხუცები. ბოლო ორი წლის განმავლობაშისაქართველოს ამერიკელი მეგობრებისსაქველმოქმედო საღამოებზე შეგროვებული თანხით მოხერხდა ძეგვის თავშესაფრის შენობის აღდგენა და შინმოვლის სამსახურის უფასო პროგრამის განხორციელება. აღდგენილ შენობაში შესაძლებელი გახდა დამატებით 60 ადამიანის მიღება და სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება.

საქველმოქმედო ორგანიზაცია  „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“  კიდევ ერთი ბენეფიციარიაჰოსპისი ფერისცვალებისმოწყალების ცენტრი, რომელიცაერთიანებს უფასო ჰოსპისს, მოწყალების დების სასწავლო ცენტრს და შინ მოვლის სამსახურს, რომელიც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ტერმინალურად დაავადებულ ადამიანს ეხმარება.

30 მარტს გამართული საქველმოქმედო გალა საღამოს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა (ერთი ბილეთის ფასი 100 აშშ დოლარია), აგრეთვე, აუქციონიდან შემოსული თანხა ძეგვის თავშესაფრის შენობის ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას და ფერიცვალების მოწყალების ცენტრის უფასო პროგრამის გაგრძელების დაფინანსებას მოხმარდება.

აუქციონზე, რომელიც გალა საღამოს ფარგლებში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრებისგია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, ლევან მარგიანის,  გიორგი ყვავილაშვილის, ლევან ბუჯიაშვილის, მაკა გოცირიძის, სოფო გონგლიაშვილის, ასევე, ამერიკაში მოღვაწე არტისტებისმარკ პალიაკოვის, ალექსანდრა ჭავჭავაძის და ლადო ფოჩხუას ნამუშევრები.

აუქციონზე გაიყიდება ამერიკელი გლაციოლოგის და მკვლევარის, უილიამ ოზგუდ ფილდის მიერ 1920-იან წლებში გადაღებული უნიკალური ფოტოები, დიზაინერ ლაშა დევდარიანის კოსტიუმების კოლექცია, რომელიც მან ჰოლანდიურ კომპანია Vlisco-სთან ერთად შექმნა.

 

ფოტოები: დავით ხიზანიშვილი

საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ AFG არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წლიდან ახორციელებს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებს საქართველოში; ორგანიზაცია, რომლის დევიზია – „მხოლოდ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ მომავალი  უკეთესობისაკენ“, ეხმარება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს: მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს,მარტოხელა დედებს, ტერმინალური დაავადების მქონე ადამიანებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამასთან, AFG მხარს უჭერს ქართული კულტურის პროპაგანდას საზღვარგარეთ და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

 

შემოწირულობის განხორციელება შესაძლებელია AFG-ის ვებგვერდიდან: https://donatenow.networkforgood.org/1442927

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

  • აშშის ელჩი საქართველოში როს უილსონი და ამერიკის საელჩო საქართველოში;
  • თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი;
  • ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა;
  • ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA,
  • სასტუმროშერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“;

 

კომპანიები:

  • Shumi Winery,
  • Adjara Hospitality Group,
  • BDO,
  • BLC,
  • Borjomi IDS,
  • Delloite,
  • Dentons,
  • DIO,
  • EY,
  • Geomill,
  • GMT,
  • Gvinadze & Partners,
  • Katya Chavchavadze,
  • KPMG,
  • PMCG,
  • TBC Bank,
  • Windfor’s
  • Cezanne  Printing House 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.