fbpx

CROSTY და ზაზა ფაჩულია ერთი გუნდია! – NBA-ს ორგზის ჩემპიონი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდის პირველი ელჩი ხდება


გააზიარე სტატია

 

ეს გაზაფხული იმ ქართველებისთვის, ვინც საზღვრებს და შეზღუდვებს არ ცნობს, საინტერესო პარტნიორობით იწყება.

სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდი CROSTY  NBA-ს ორგზის ჩემპიონ, ქართველ ზაზა ფაჩულიასთან იწყებს თანამშრომლობას, რაც ქართულ ბრენდს ამერიკის ბაზარზე სვლაში დაეხმარება.

ეს თანამშრომლობა CROSTY-ის და ზაზა ფაჩულიას წარმატებული წლების ლოგიკური გაგრძელება იყო, რომლის დროსაც ბრენდი მსოფლიო ბაზარზე გავიდა, ხოლო ზაზამ ორჯერ ზედიზედ იზეიმა NBA-ს ოქროს ბეჭდის მოპოვება „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შემადგენლობაში, სანამ „დეტროიტ პისტონსის“ გუნდს შეუერთდებოდა.

 

 

CROSTY-ის კრეატიული დირექტორი გიორგი მიქაია:

„ჩვენი გუნდი მოხარულია ზაზას CROSTY-ის ოჯახში შემოსვლით. ეს პარტნიორობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში იგი სიმბოლურად ასახავს ჩვენს მთავარ სურვილს, რომ გავავრცელოთ მსოფლიოში თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის გზავნილი. ჩვენ – CROSTY-მ, ისევე როგორც ზაზა ფაჩულიამ,  დაუღალავი ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ამასთან, ზაზას წარმატება ბევრი ქართველი ახალგაზრდისა და ჩვენი ბრენდისთვისაც შთაგონების წყარო და მაგალითი იყო. ახლა კი ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ მომავალი წარმატებებისკენ“.

 

ზაზა ფაჩულია:

„მოძრაობა, მოტივაცია და სრულყოფილების მიღწევის სურვილი – ძალიან ბევრი საერთო ღირებულება მაქვს CROSTY-სთან… ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ასე მიხარია  ეს პარტნიორობა ისიცაა, რომ ჩვენ ერთნაირი გზა გავიარეთ წარმატებამდე, ერთნაირად მოგვიწია ბრძოლა მრავალ გამოწვევასთან. და ჩვენ ორივე ჩვენს ქვეყანას, საქართველოს წარმოვადგენთ – ქვეყანას, რომლითაც ნებისმიერმა უნდა იამაყოს“.

CROSTY დახვეწილი სპორტული ფეხსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ცდილობს ნებისმიერ მის ნაბიჯს თან ახლდეს განაცხადი, რომელიც გამოიხატება სიტყვით „თავისუფლება“, რაც თითოეულ ფეხსაცმელზე არის გამოსახული.

დღეს ნიჭიერი ქართველი დიზაინერების წყალობით,  საქართველო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია, CROSTY კი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც სპორტული ფეხსაცმლის პირველ რეგიონულ ბრენდს.

ყოველი ფეხსაცმელი დიდი ყურადღებითაა  დამზადებული და ემსახურება მსოფლიოსთვის  მესიჯის მიწოდებას, რომ თავისუფლება არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს შეზღუდვების გარეშე ცხოვრების წესია. ზაზა ფაჩულიაც იმავე სულისკვეთების მატარებელია.

 

CROSTY-ის შესახებ:

ფეხსაცმლის წარმოება საქართველოში ტრადიციული დარგია, თუმცა იგი არასოდეს ყოფილა მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული, რაც თავის მხრივ მოითხოვს დროს, საქმისადმი თავდადებას და შესაბამის უნარებს.

ძმები გიორგი და შოთა მიქაიები აგრძელებენ ამ ტრადიციას და თანამედროვე ელემენტების დამატებით ქმნიან CROSTY-ის ბრენდს. CROSTY-ის ყველა ფეხსაცმლი უმაღლესი ხარისხის მასალებით არის დამზადებული და მასზე ქართულად ამოტვიფრული სიტყვა „თავისუფლება“ ბრენდის ფილოსოფიას გამოხატავს.

თავისუფლებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესსა თუ რასას. ის არ ცნობს შეზღუდვებსა და წინააღმდეგობებს. ის გვაძლიერებს და მუდამ მოძრაობაში გვამყოფებს. ის თავს ცოცხლად გვაგრძნობინებს.

თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუდმივ ომებში იყო ჩართული. გიორგის და შოთას მშობლიური მხარე – აფხაზეთი  – ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი, ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლო წლების განმავლობაში.

სწორედ ამან განაპირობა ფეხსაცმლის ბრენდის შექმნა, რომელიც ინკლუზიურობისა და თანასწორობის  ძლიერ გზავნილს ატარებს .

CROSTY შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://crostyshoes.com/

#თავისუფლება #borningeorgia

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.