8 აპრილი დილიდან

კაცობრიობა შავი ხვრელის უნიკალური ფოტოს მოლოდინშია

10 აპრილს მეცნიერები ისტორიული მნიშვნელობის ფოტოს პრეზენტაციას აწყობენ. ასტროფიზიკოსები საჯაროდ წარადგენენ შავი ხვრელის პირველ ფოტოს. ფოტოზე 200-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის ფარგლებში.
წყარო: https://www.amerikiskhma.com
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და ამაზონის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა მაკენზი ბეზოსმა განქორწინების პროცესი დაასრულეს

— MacKenzie Bezos (@mackenziebezos) April 4, 2019
— Jeff Bezos (@JeffBezos) April 4, 2019
მაკენზი ბეზოსს ამაზონის საფონდო ბირჟის აქციების 4% დარჩება, რისი ღირებულებაც $35 მილიარდ დოლარს აღემატება. Forbes-ის ცნობით, ამაზონის აქციები 48 წლის მაკენზი ბეზოსს მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარ ქალად აქცევს, ხოლო 55 წლის ჯეფ ბეზოსი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად.
წყარო: https://www.bbc.com/
ოზი ოსბორნმა 2019 წელს დაგეგმილი კონცერტები გადადო
![]()
მუსიკოსი საკუთარ სახლში წაიქცა და დაცემისას მძიმე ტრავმა მიიღო. მკურნალობის კურსს არტისტი ლოს-ანჯელესში იტარებს. მანამდე ოსბორნს კონცერტების გადადება პნევმონიის გამო მოუხდა.
წყარო: https://www.independent.co.uk/
კინორეჟისორ გიორგი დანელიას მოსკოვში დაკრძალავენ.

დანელიასთან გამომშვიდობების ცერემონია 9 აპრილს მოსკოვში, „კინოს სახლში“ ჩატარდება. კინორეჟისორს რუსი მსახიობისა და კინორეჟისორის, ოლეგ ტაბაკოვის გვერდით დაკრძალავენ.
ფოტო: https://cdn.1tv.ge
The Rolling Stones-ის ვოკალისტმა მიკ ჯაგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა

ჯაგერს ხელოვნური გულის სარქველი წარმატებით შეუცვალეს. ამჟამად 75 წლის მუსიკოსი ნიუ-იორკის საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადის. მას უკვე რამდენიმე დღეში გაწერენ. მარტის ბოლოს The Rolling Stones-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში თავის ტურნეს აუქმებს. სავარაუდოდ, დაგეგმილი ტურნე 2019 წლის ზაფხულში გადაიტანეს.
წყარო: https://www.billboard.com/
სელინ დიონი L’Oréal Paris-ის სახე გახდა

სელინ დიონისთვის ეს კონტრაქტი ამ სფეროში პირველია. “შოკში ვარ. არ მეგონა, თუ კი ეს ოდესმე მოხდებოდა, მით უმეტეს – 51 წლის ასაკში. როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, თურმე სწორედ მაშინ იწყება. ასეთი ლამაზი, ძლიერი და თავდაჯერებული არასოდეს ვყოფილვარ”, – თქვა დიონმა. აღსანიშნავია, რომ ბრენდს სახეების შერჩევისას ასაკობრივი ზღვარი ფაქტობრივად არ აქვს. 2016 წელს ბრენდის სახე 69 წლის მსახიობი სიუზან სარანდონი გახდა.
წყარო: https://www.vogue.com/
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად; კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2019 წლის 4 აპრილიდან 15 აპრილის 17:00 საათამდე; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შექმნილია მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან:
- ნანა დოლიძე – კინომცოდნე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი
- ოთარ შამათავა – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
- რამაზ ხოტივარი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
- ამირან დოლიძე – დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი
- არჩილ შუბაშვილი – კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი
- კონსტანტინე ჯანდიერი – დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი
- ლევან ღლონტი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
- მიხეილ ჭიაურელი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
- ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი
- ვახტანგ კოტეტიშვილი – რეჟისორი
- ამირან დოლიძე – რეჟისორი
- ნანა ჯანელიძე – რეჟისორი
- ნანა ექვთიმიშვილი – რეჟისორი, პროდიუსერი
- რატი ონელი – რეჟისორი, პროდიუსერი
წყარო: https://mes.gov.ge
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი მაისის მეორე ნახევარში თბილისს ეწვევა
![]()
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ლაგარდი თბილისში ყაზახეთში დაგეგმილი ტურნეს შემდეგ ჩამოვა. კრისტინ ლაგარდი ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ის Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მესამე ადგილზეა. ლაგარდი ფინანსურ და ეკონომიკურ რეკომენდაციებს აძლევს მსოფლიოს 189 ქვეყანას.
წყარო: http://forbes.ge/
ქართველი პოეტი ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის, European Poet of Freedom Award-ის ნომინანტია

კონკურსი წელს მეექვსედ ტარდება და მისი ორგანიზატორი პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერიაა. რატიანი რვა პოეტს შორის მოხვდა. ფესტივალი 2020 წლის მარტში გაიმართება.
წყარო: http://europejskipoetawolnosci.pl/

