fbpx

ჰაერის დაბინძურება მოზარდებში ფსიქოზური აშლილობის შესაძლო მიზეზია – JAMA Psychiatry


გააზიარე სტატია

 

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელსა და მოზარდებში ფსიქოზური აშლილობის ნიშნების გამოვლინებას შორის კავშირი არსებობდეს. ამის შესახებ სტატია ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ყოველთვიურ გამოცემა JAMA Psychiatry-ში დაიბეჭდა.

ახალ კვლევაში, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერი ჰელენ ფიშერი ხელმძღვანელობდა, ნათქვამია, რომ პროექტის ფარგლებში შეისწავლეს 1994-1995 წლებში ინგლისსა და უელსში დაბადებული 2232 მოზარდი.

ისინი ფლობდნენ ინფორმაციას მოზარდების სქესზე, ასაკზე, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და საცხოვრებელ ადგილზე. კვლევების მთელი პერიოდის განმავლობაში მეცნიერებმა მონაცემები 4-ჯერ განაახლეს, დაკვირვების ქვეშ მყოფების 7, 10, 12 და 18 წლის ასაკში.

როცა ისინი სრულწლოვანები გახდნენ, თითოეული მათგანი გამოჰკითხეს და დაინტერესდნენ, 12-დან  18 წლის ასაკამდე რამდენად ხშირად ჰქონდათ ფსიქოზური გამოვლინებები, მათ შორის: რეალობასთან კავშირის დაკარგვის შეგრძნებები, აკვიატებული აზრები, ესმოდათ თუ არა გაურკვეველი ხმები, ეჩვენებოდათ თუ არა, რომ მათ უთვალთვალებდნენ და ა.შ.  

 

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსგავსი გამოცდილება გამოკითხულთა 60,2% შემთხვევაში, იმ მოზარდებს შორის დაფიქსირდა, რომლებიც ჰაერში დიოქსიდისა და აზოტის ოქსიდის მაღალი შემცველობის გარემოში ცხოვრობდნენ.

გაირკვა ისიც, რომ ფსიქოზური გამოვლინებებზე გავლენა არ მოუხდენია სხვა ფაქტორებს, მაგალითად: ოჯახის წევრთა ფსიქიკური აშლილობის ისტორიას, ბავშვობაში თამბაქოს  და მოზარდობისას ნარკოტიკების მოხმარებას.

 

 

„ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქიმიური ნივთიერებები აღწევენ ტვინში და იწვევენ ნეიროანთებით პროცესებს.  ფსიქოზური აშლილობის გამოვლინებების პატარა ასაკში დაძლევა შეიძლება,  თუმცა არაა გამორიცხული, რომ მომავალში ისინი განმეორდეს და უფრო მძიმე დაავადებებში გადაიზარდოს“, – წერს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჰელენ ფიშერი.

 

 

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა თქმით, აღნიშნული კვლევა 2232 მონაწილის ინტერვიუებს და სხვადასხვა რეგიონებში ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს ეფუძნება, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელსა და მოზარდებში ფსიქოზური ნიშნების გამოვლინებას შორის პირდაპირი კავშირი უშუალო სამედიცინო კვლევებით უნდა დადასტურდეს. ჩატარებული კვლევის მიხედვით კი ამგვარი მონიტორინგი  აუცილებელია“, – ნათქვამია სტატიაში.

 


რეკომენდებული სტატიები
ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში
დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ჩაბარების 8 პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მინის, ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების ჩაბარება შეიძლება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.