fbpx

გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს


გააზიარე სტატია

კომპანიამ, რომლის გამოც საქართველო მსოფლიო მაინინგრუკაზე მყარად იკავებს მეორე ადგილს, საკუთარი ელენერგიის ქვითარი გამოაქვეყნა.

 

ამ ნაბიჯით BitFury-ს სპიკერმა ეფრემ ურუმაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების იმ  განცხადებების გაქარწყლება სცადა, რომლის თანახმადაც, კომპანია ელენერგიას შეღავათიან ფასში იღებს და ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის “თანადაფინანსების ფონდიდან” ფინანსდებოდა.

როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, Bitfury 1 კვტ.სთ ენერგიას 12,324 თეთრად ყიდულობს სახელმწიფოსგან. ეს 15,25%-ით ნაკლებია იმ ტარიფზე, რომლითაც თბილისის ყველაზე ღარიბი მოქალაქეები სარგებლობენ.


ეს იმის გამო ხდება, რომ BitFury განლაგებულია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, გლდანში, თბილისში. ასეთ ზონებში განთავსებული კომპანიები თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისგან – მათ შორის “დამატებითი ღირებულების გადასახადისგან”, რომელიც 18%-ს შეადგენს.

2017 წლის დეკემბერში ამ კომპანიამ 3329587 ლარის ელენერგია იყიდა თბილისისგან. კილოვატ-საათებში – 27017100.

თბილისის სრული ენერგომოხმარება 2016 წელს – 2 629 299 000 კვტ.სთ იყო.

თუ ჩავთვლით, რომ Bitfury-ს ენერგომოხმარება თვეში საშუალოდ 35 000 000 კვტ. საათია (ზაფხულში, სისტემის გაგრილებისთვის, კომპანიის ენერგოწარმადობა ზამთრისაზე მეტი იქნება), გამოდის, რომ წლიურად Bitfury მოიხმარს 35×12=420 000 000 კვტ.სთ-ს (რაშიც, ის დაახლოებით 51 მილიონ 660 ათას ლარს იხდის) ეს კი მთელი თბილისის წლიური ენერგომოხმარების 16%-ია.

ასევე ცნობილია, რომ Bitfury ბიტკოინის მაინინგის 15%-იან სიმძლავრეს ფლობს.
ბიტკოინის ბლოკჩეინში ახალი ბლოკი ყოველ 10 წუთში ერთხელ იქმნება.

დღეს ბიტკოინის თითოეული ბლოკის “შეკვრის” ჯილდო 12,5 ბიტკოინია.

ანუ, Bitfury ყოველ 10 წუთში ერთხელ 1.875 ბოტკოინს გამოიმუშავებს – (12,5-ის 15%).
სტატიის წერის მომენტში 1 ბიტკოინის ფასი 34 313 ლარია.

34 313 გავამრავლოთ 1.875-ზე = 64 336 ლარს.

 

Bitfury ყოველ 10 წუთში გამოიმუშავებს 64 336 ლარს

386 021 ლარს – ყოველ საათში

9 მილიონ 265 ათას ლარს – დღე-ღამეში

278 მილიონ ლარს – თვეში

3 მილიარდ 335 მილიონ ლარს  – წელიწადში.

პლუს ამას, ბლოკჩეინში ბლოკის “შეკვრის” ჯილდო ბოლო ერთი წელია, რაც განახევრდა. 2012-დან 2016 წლამდე მაინერს თითოეული ბლოკი 25 ბიტკოინს ჩუქნიდა (ანუ, ასეთ შემთხვევაში Bitfury-ს წლიური მოგება ორჯერ მეტი, 6 მილიარდ 670 მილიონი ლარი იქნებოდა).


თუ დავუშვებთ, რომ კომპანია Bitfury 2015 წლიდან ფლობს ბიტკოინის წარმოების 15%-იან სიმძლავრეს, შეგვიძლია გამოვთვალოთ, რა კაპიტალიზაციის ბიტკოინებს ფლობს ოფშორში დარეგისტრირებული ეს კომპანია.

2015 წელს – 6 მილიარდ 670 მილიონი ლარი
2016 წელს – 6 მილიარდ 670 მილიონი ლარი
2017 წელს – 3 მილიარდ 335 მილიონი ლარი

ჯამში – 16 მილიარდ 675 მილიონი ლარი (6,6 მლრდ $).

დათვლა პირობითია და ეყრდნობა მხოლოდ იმ ვარაუდებს, რომ:
1. Bitfury 2015 წელს, ანუ დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, უკვე ფლობდა ბიტკოინის ბლოკჩეინის 15%-მდე გამოთვლით სიმძლავრეს;
2. Bitfury-ს მფლობელებს არც ერთი დამაინინგებული ბიტკოინი აქამდე არ გაუყიდიათ, არც უფრო დაბალ და არც უფრო მაღალ ფასად.

ოფიციალური ინფორმაციით, Bitfury ეკუთვნის ჰოლანდიაში დარეგისტრირებულ ჰოლდინგს “Bitfury Holding BV”, რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის ლუქსემბურგში დარეგისტრირებულ კომპანია “Bitfury Sarl”-ს, რომელიც, ასევე თავის მხრივ ეკუთვნის ოფშორში, კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებულ “Bitfury Group LTD”.

ხოლო ვის ეკუთვნის ეს უკანასკნელი – უცნობია ^_^

ავტორი: ჰერმან საბო

 

 


რეკომენდებული სტატიები
ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში
2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი. 2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა. 2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. დღეს 1 ბიტკოინი = 8000$ (ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)
მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები
გთავაზობთ პოსტების ციკლს მომავლის იმ პროფესიებზე, რომლებზეც სხვადასხვა კვლევების თანახმად მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა
Google Brain-ის ინჟინრებმა 2017 წელს “ავტომატური მანქანური სწავლების” ხელოვნური ინტელექტი შექმნეს (AutoML). ამ ქმნილების დანიშნულება სხვა, შვილობილი ხელოვნური ინტელექტების შექმნა და მათთვის მასწავლებლობაა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.