fbpx

სიმწვანე შენი სახლიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

მჭიდრო და არაჰაეროვანი შენობების ტყვეობაში მოქცეული ჩვენი  ხედვაც უკვე შეეჩვია ასეთ მდგომარეობას. რას ვხედავთ ქუჩაში, საკუთარი სახლის ან ოფისის ფანჯრებიდან? რას იმახსოვრებენ ჩვენი თვალები?  გიფიქრიათ იმაზე, რომ ჩვენი ყოველდღიური მზერაც ამ უწესრიგოდ მიმოფანტულ ურბანულ ქაოსს და სიმჭიდროვეს იმახსოვრებს?!

 

 

რა პასუხს გასცემდით საკუთარ თავს, ასეთ  შეკითხვაზე: რას მინდა ვხედავდე დილით ახალგაღვიძებული? იქნებ ჩიტების ჭიკჭიკი მინდა მაფხიზლებდეს გაზაფხულის ადრიან დილით;  ცხელი ყავის ფინჯნით ხელში ვიდგე აივანზე და თვალწინ მხვდებოდეს სასიამოვნო ხედები, ხასხასა მწვანე ბალახით დაფარული მინდორი; მესმოდეს ფოთლების შრიალი  და თვალს ვუსწორებდე თვალუწვდენელ ჰორიზონტს, ვიძირებოდე ფიქრებში, რომელიც თავში ახალ იდეებს ააფეთქებს, ვტკბებოდე სამსახურში წასვლამდე დარჩენილი წუთებით  – აი, ასე ვუპასუხებდით თავიდან.

თუმცა, ამ თემაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვიფიქროთ, როგორ გავატარებდით საღამოებს გამწვანებულ აივანზე მეგობრებთან ერთად და როგორ მოვიწონებდით სტუმრებთან თავს ჩვენი სახლის ხედებით, სიმწვანით, ეკოლოგიური მდებარეობით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით.   

სახლი ხომ ის ადგილია, სადაც  მთელი დღის სამყოფი დადებითი განწყობით უნდა აღვიჭურვოთ, რაც შემდეგ ჩვენს წარმატებულ დღეს, ჩვენს განწყობას, მოლოდინებს  და ემოციებსაც განაპირობებს.

ქალაქის მდგრადი ურბანული  განვითარება ადამიანებისთვის ჰარმონიული საცხოვრისის შექმნასაც უნდა ითვალისწინებდეს და ადამიანის სურვილებთან და მისწრაფებებთან უნდა იყოს  კავშირში. ასეთ ნაფიქრ რეალობაში ახალი კულტურული ფასეულობები და ახალი წესრიგი იბადება. თუმცა, დიდ ქალაქებში არსებული რეალობა, სწრაფი და მზარდი მშენებლობები უფრო იმაზე მეტყველებს, როგორ ქრება ნელ-ნელა ჩვენი თვალთახედვიდან ჰორიზონტი; ქრება ხეები, სიმწვანე, მცირდება რეკრეაციული ზონების მასშტაბი და მის ადგილს კიდევ ერთი უსახური შენობა იკავებს. ასეთი უფერული შენობებისგან შემდგარი, გეტოს მსგავსი დასახლებები იმასაც გვაფიქრებინებს, რომ აქ არავის უფიქრია მომხმარებელზე და არც მისი სურვილი გაუთვალისწინებიათ – ცხოვრობდეს უკეთეს, უფრო ჰარმონიულ გარემოში.

 

 

ჩვენი  ყოველდღიურობის ნაწილს იმ ჩვევების ერთობლიობა შეადგენს, რომელიც  ვისწავლეთ და დავიმახსოვრეთ გარემოდან. სწორედ ეს ცალკეული ჩვევები გვაყალიბებს იმად, ვინც გვინდა რომ ვიყოთ ან როგორსაც წარმოვიდგენთ საკუთარ თავს ყველაზე საუკეთესო პერსპექტივაში. ზოგჯერ კი ახალი ჩვევები გვასწავლის ახლებურ ცხოვრებას და სრულიად გარდაქმნის მას; გვიბიძგებს ვიცხოვროთ უფრო საინტერესოდ, წამოვიწყოთ ცვლილებები, რომელიც აქამდე უაღრესად წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა.

 

 

გარდაქმნის და ინოვაციის საუკეთესო მაგალითია კომპანია “ლისი დეველოპმენტი”, რომელიც საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ 350-მდე ჰექტარი ტერიტორიების განაშენიანება. კომპანია 2010 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ახორციელებს პროექტს “მწვანი ქალაქი ლისზე”.

კომპანიის მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი სივრცის შექმნაა, არამედ იმ ცხოვრებისეული ჩვევების და სტილის დამკვიდრებაც, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჰარმონიული ცხოვრებისა და ჯანსაღი განვითარებისთვის. სწორედ ასეთი ცვლილების და გარდაქმნის იდეით შეპყრობილმა სამშენებლო დეველოპმენტმა თბილისის ცენტრიდან მოშორებული ადგილი უფრო ცნობადი და მიმზიდველი გახადა. ყველაფერი კი აი ასეთი გეგმით  დაიწყო: ხრიოკი უნდა გადაექციათ ევროპული ტიპის ქალაქად, რაც შესანიშნავად გამოუვიდათ. ცვლილების წარმატება ხომ იმ სიგნალებზეა დამოკიდებული, რომელსაც კომპანია საკუთარი მომხმარებლისგან იღებს, იაზრებს და ითვალისწინებს.

 

 

,,ლისი დეველოპმენტის” პროექტი “მწვანე ქალაქი ლისზე” სწორედ 80/20%-ის უნიკალური კონცეფციის ღერძზე დგას, რაც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% კი გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა.   

ეკო მეგობრული დამოკიდებულება  გამოარჩევს ,,ლისი დეველოპმენტს” სხვა დეველოპერული კომპანიებისგან და  დახვეწილ არქიტექტურასთან ერთად მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, საუკეთესო ხედებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

დაძაბული, რუტინული თუ  სწრაფი და სტრესული სამუშაო დღის შემდეგ განსატვირთი ადგილი იქ არის, სადაც პირველივე შეხვედვისთანავე მიხვდები, რომ აქ შენზე იფიქრეს და შენი სურვილები გაითვალისწინეს.

სწორედ ეს ხედვა  წარმოადგენს “ლისი დეველოპმენტის” კონკურენტულ უპირატესობას სხვებთან შედარებით და ასევე ის კონცეფცია, რომელიც კომპანიის თავდაპირველი ამოსავალი, ცენტრალური  წერტილია – გარემო იყოს უფრო მეტად მწვანე და ეკოლოგიური. ,,ლისი დეველოპმენტისთვის” ეს პრინციპი ყველაზე ფასეულ პრინციპად რჩება, რომელსაც კომპანია დღემდე არ ღალატობს.

 


რეკომენდებული სტატიები
“ლისი დეველოპმენტის” მულტიფუნქციური ქალაქი

“ლისი დეველოპმენტის” მულტიფუნქციური ქალაქი

“ლისი დეველოპმენტის” მულტიფუნქციური ქალაქი
რამდენ უსიამოვნებას, შფოთვას და წვრილმანებზე დარდს აიცილებდით თავიდან, თუკი გეცოდინებოდათ, რომ შესაძლოა ყველაფერი ერთ სივრცეში არსებობდეს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.