fbpx

ძე_ ქართული პროექტი


გააზიარე სტატია

რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში უცნაური პოსტერები გამოჩნდა, რომელიც იდუმალებით იყო სავსე. გაჩნდა კითხვა — რა არის Dze_Georgian Project?

3 მაისს, 13:00 საათზე საქველმოქმედო ორგანიზაციამ “საქართველოს ამერიკელი მეგობრები” თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი, 7) “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში “ძე – ქართული პროექტის” პრეზენტაცია გამართა.

პროექტის პრეზენტაციაზე კონცეპტუალური ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო, რომელიც შეიქმნა, როგორც “მოდის ვიდეო” (ვირტუალური “ძე” ბრენდის პრეზენტაცია), ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით. ვიდეო მნახველთა ყურადღებას “ძე” – დიზაინის ვირტუალური ბრენდიდან “ძე-გვის” სოციალურ ბრენდზე (თავშესაფარზე) გადაიტანს. აქციის მხარდაჭერა შესაძლებელია “ძეს” ვებგვერდის მეშვეობით.

ძეგვის თავშესაფარი უსახლკარო ბავშვების გადასარჩენად თბილისთან ახლოს, არმაზის ხეობაში 1995 წელს დაარსდა. თავშესაფრის 120 უსახლკარო აღსაზრდელი უკვე დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას, ზოგიერთი მათგანი დღეს AFG-ს დახმარებით, რომელიც თავშესაფრის ერთადერთი ინსტიტუციური დონორია, უმაღლეს განათლებას იღებს, ზოგი უკვე დასაქმებულია და დამოუკიდებელ ცხოვრებას განაგრძობს.

2010 წლიდან ძეგვის ბავშვთა თავშესაფარი სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა შერეულ თავშესაფრად იქცა. ამჟამად ძეგვში ყოფილი ქუჩის ბავშვები, ფიზიკური და მენტალური შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული მარტოხელა დედები და მათი შვილები ცხოვრობენ. დღეს ძეგვის თავშესაფარს 80 ბენეფიციარი ჰყავს.

დონაცია და დეტალური ინფორმაცია პროექტზე 👉 dzeproject.ge

ასევე იყიდება სპეციალური სამაჯურები მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში და
სულ მალე buyers.ge-ზე და Chaos Concept Store-ში!

პროექტზე მუშაობდნენ:

American friends of Georgia
Lena Kiladze
Kate Kalandarishvili

Creative Concept
WINDFOR’S

Creative Chief – Vato Kavtaradze
Executive Creative Directors – Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Creative Director – Bibi Asatiani
Senior Art Director – Mari Sukhishvili
Senior Copywriter – Irina Sakvarelidze
Art Director – Teona Shelia
Client Service Director – Tamar Tsintsadze
Senior Account Manager – Inga Svanidze
Junior Account Manager – Tina Khapava
Senior Graphic Designer – Sergo Titenkov
Graphic Designers – Masho Nartkoshvili, Meko Chikadze
Editor and Color Grading – Goga Tsikolia

Production Team

Executive Producer – Natia Nikoleishvili
Director – Nata Sopromadze
DOP – Irakli Metreveli
Gaffer – Tengo Kasradze
Photographer – Anka Gujabidze
Art Department and Costume Design – Sopo Kharebashvili, Tamar Guliashvili, Nata Sopromadze
Make-up and Hair – Anuka Murvanidze Beauty School
Make-up assistant – Masho Nadiradze
Unit Production Manager – Zuka Gharibashvili
Editing – Levan Butkhuzi
Color Grading – Nodar Nozadze
Sound Design – Paata ‘Godfather’ Godziashvili
Making of – Buro, Makho Kipshidze, Irakli Solomonishvili
CG Artist – Rhea Mamatsashvili

Music – Nika Machaidze
Technical support on Set – ‘Silk Factor Studio’ Goglika Khaindrava
Clothes – Nino Mamasakhlisi – Las impeccably

PR Manager:
Tea Skhiereli

Printing House:
Soso Aprasidze,TMGroup

Digital Support:
AdvertWise

Construction Producers:
Jimsher berdzenishvili
Levan Bochorishvili
Giorgi Pirkulashvili
Universal Advertising Company

And special thanks to:
Mercedes Benz Fashion Week
Sopo Tchkonia

Chaos concept Store
Buyers.ge

Media Partners:
Hammock
at.ge
Marketer.ge
On.ge


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.