fbpx

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ Netflix-ზე 2017 წელს გასულ საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა


გააზიარე სტატია


„ჩემი ბედნიერი ოჯახი“
IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს გავლენიანი გამოცემები საუკეთესო ფილმებს შორის ასახელებენ.

მსგავს სიებში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ The Playlist-მა და The Wrap-მაც შეიტანეს.

ქართული ფილმი ისეთი კინოსურათების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა – Dunkirk, Get Out, The Shape of Water, Lady Bird და Call Me By Your Name.

რაც შეეხება IndiWire-ის სიას, ნანასა ექვთიმიშვილისა და სიმონის გროსის გარდა, წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა ანჯელინა ჯოლის First They Killed My Father, კრისტიან მუნჯიუს Graduation და ნოა ბაუმბაჰის The Meyerowitz Stories.

შეგახსენებთ, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დისტრიბუციის უფლება გასულ წელს Netflix-მა იყიდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.