fbpx

კომპანია “ავიატორ პლუსმა” პრესკონფერენცია გამართა


გააზიარე სტატია

6 ივნისს ყაზბეგში კოპანია ავიატორ პლიუსის კუთვნილი ვერტფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი: თორნიკე ოსიაშვილი, კონსტანტინე საცერაძე და ილიკო ბადიაშვილი გარდაიცვალნენ.

46 წლის ილიკო ბაიდაშვილი პროფესიონალი პილოტი 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და სამხედრო მფრინავი იყო.

25 წლის თორნიკე ოსიაშვილი სასტუმრო Rooms-ის თანამშრომელი (შვეიცარი), 28 წლის კონსტანტინე საცერაძე, კი ასევე სასტუმრო რუმსის თანამშრომელი, ფრენის კოორდინატორი იყო.

როგორც კატასტროფის თვითმხილველი მწყემსი ფიცხელაური ამბობს, ვერტფრენი არც რაიმე წინაღობას გამოედო და არც ცეცხლი გასჩენია.

 

პრეს-კონფერენცია კომპანია „ავიატორ-პლიუსის“ დირექტორის მოადგილესთან გიორგი მოლოდინაშვილთან, ყაზბეგში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით

Gepostet von Aviator Helicopters am Samstag, 8. Juni 2019

 

ვერტმფრენის ჩამოვარდნიდან მესამე დღეს კომპანია “ავიატორ-პლუსის” დირექტორის მოადგილემ პრეს-კონფერენცია გამართა, მედიის კითხვებს უპასუხა და საზოგადოებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.