საზაფხულო ბანაკები
როგორ გაატარონ ბავშვებმა არდადეგებისთვის გამოყოფილი დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად?
რა ქნან მშობლებმა, თუკი არ აქვთ გრძელი შვებულება?
ერთ-ერთი გზა საზაფხულო ბანაკებია, რომლებიც იმ შემთხვევაში, თუკი კარგი პროგრამა აქვთ და ორგანიზატორებიც კარგი ჰყავთ, ერთდროულად გართობის, ახალი ნაცნობების შეძენის, დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების და დასვენების საშუალებაა.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო საზაფხულო ბანაკს, რომლებიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
შემეცნებით-ინტერაქტიული მუზეუმ შუქურას ბანაკი ბედიანში
განკუთვნილია 8-15 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მიიღებენ შთაგონებას ბუნებაში, , აიმაღლებენ ცოდნას ეკოლოგიისა და ხელოვნების მიმართულებით და საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღეებს მხიარულად გაატარებენ მწვანე გარემოში.
ბანაკი სამ ნაკადს მიიღებს და თითო ნაკადში მაქსიმალურად 20 ბავშვს.
მზიანი სახლის ბანაკები აწყურში
ბანაკის პროგრამა გათვლილია 3 ასაკობრივ ჯგუფზე (8-10, 11-12 და 13-15 წლის ბავშვებზე) და მოიცავს შემეცნებით-შემოქმედებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, გასართობ და სათავგადასავლო მიმართულებებს. პროგრამის ძირითადი ნაწილი განკუთვნილია აქტივობებისთვის ღია ცის ქვეშ, გათვალისწინებულია წყნარი საათი და მასტერკლასები.
ბანაკი ფასიანი და მასში მოსახვედრად აუცილებელია რეგისტრაცია.
მწვანე ბანაკი ბაკურიანში
განკუთვნილია 7-12 და 13-16 წლის ასაკის ბავშვებისათვის. აქტივობები შედგენილია იმგვარად, რომ ასაკობრივად საინტერესო და განმავითარებელი იყოს. ბანაკი მოიცავს როგორც სპორტულ, ასევე სახელოვნებო და საყოფაცხოვრებო აქტივობებს. ბავშვები ერთდროულად სწავლობენ კარვის გაშლას და ცეცხლის დანთებას, ასევე იოგას ვარჯიშებს, იუმჯობესებენ ინგლისურის ცოდნას და მისდევენ არტ-თერაპიას.
მწვანე ბანაკიც ფასიანია და მასში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
ამერიკული ბანაკი ბაკურიანში
10-დღიან ინგლისურენოვან ლიდერთა საზაფხულო ბანაკში ტრენინგ-კურსს ამერიკელი და ქართველი ტრენერები უძღვებიან. ბანაკის მონაწილეები სასტუმროში იქნებიან დაბანაკებულები და ნაკლები სათავგადასავლო დღეები ელით. ყოველ საღამოს, 2 საათის განმავლობაში გაიმართება სახალისო/შემეცნებითი აქტივობები, (ტალანტ შოუ, კარაოკე ფართი, მულტიკულტურული საღამო, დისკოთეკა, რა? სად? როდის?, მაგიდის თამაშები, ფილმის ჩვენება, მარშმელოუს შეწვა კოცონზე).
ბანაკი განკუთვნილია 10–17 წლის მოზარდებისთვის.
შერვუდი
კიდევ ერთი ინგლისურენოვანი ბანაკი ბაკურიანში, რომელიც ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის (9-13 და 14-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის.) არის განკუთვნილი.
“იყო შერვუდელი, ნიშნავს: ჩაება ისეთ განსხვავებულ აქტივობებში, როგორიცაა მშვილდოსნობა და იგრძნო თავი რობინ ჰუდად ან კომიქსების გმირად, იცეკვო Break dance საუკეთესო ცეკვის სტუდიის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ითამაშო საინტერესო თამაშები, გახდე ქველმოქმედი, იყო ბუნებისდამცველი, გქონდეს კრეატიული და ინტელექტუალური საღამოები, გამოავლინო შენი ნიჭი, შეიძინო ახალი მეგობრები, ისწავლო ან გაიუმჯობესო ინგლისური და მიიღო ამ ყველაფრის დამადასტურებელი სერტიფიკატები – ასეთია საგანამანათლებლო ბანაკი “შერვუდი”, – ირწმუნებიან ბანაკის ორგანიზატორები, რომლებსაც პროგრამა ბრიტანულ საზაფხულო ბანაკებთან თანამშრომლობის შედეგად აქვთ შედგენილი.
არტ ჰაბის ბანაკი ცემში
9-15 წლის ბავშვებს ეს ბანაკი ზღაპრულ გარემოში მოხვედრას, გაკაჟებას, სტრესისგან დასვენებას, გართობას და ბევრ სახელოვნებო და სპორტულ აქტივობებს ჰპირდება. 10-დღიან ბანაკებში შედის ვარძიის მონახულება და ჯომარდობა.
საზაფხულო ბანაკები საზღვარგარეთ
თუკი გადაწყვეტთ, რომ მზად ხართ თქვენი შვილის ოცნებების ასასრულებლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ Oneworld-ის სერვისით და აარჩიოთ თქვენი შვილის ინტერესების შესაბამისი ბანაკი სასურველ ქალაქში.
გაითვალისწინეთ, რომ შემოთავაზებული ბანაკები ფასიანია და რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. გახსოვდეთ ისიც, რომ სანამ შერჩეულ ბანაკში ბავშვს გაუშვებთ, კარგად შეამოწმეთ უსაფრთხოების ზომები, რომელსაც ბანაკის ორგანიზატორები ატარებენ და პროგრამა, რომელიც მორგებული უნდა იყოს მოზარდის ინტერესებზე.