fbpx

პარასკევს მწერალთა სახლში საპროტესტო ღონისძიება გაიმართება


გააზიარე სტატია

 

პარასკევს, 28 ივნისს, 8 საათზე, მწერალთა სახლში ამ ორგანიზაციისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დახურვას გააპროტესტებენ – ამის შესახებ ფეისბუკზე დაანონსებული ღონისძიება გვაუწყებს.

 

“ეს სახლი არ არის კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკების! ეს სახლი, თავისი შინაარსით, წარსულით და რაც მთავარია მომავლით – ჩვენია, საზოგადოებისაა და აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ მისი შენარჩუნება იმ ფორმით, როგორითაც ბოლო წლები არსებობდა! უნდა მოვითხოვოთ აღუდგეს სტატუს ქვო ორივე გაუქმებულ ორგაზაციას – წიგნის ცენტრს და მწერალთა სახლს!” – წერია შეხვედრის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

როგორც ცნობილია, 20 ივნისს გაუქმდა მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი – ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ ადგილობრივ ლიტერატურულ პროცესებს და წარმატებით ეწეოდნენ ქართული მწერლობის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში დააანონსა, რომელიც, ოფიციალური განცხადების მიხედვით, მიზნად ისახავდა “კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებების გამსხვილებას და გაძლიერებას”.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.