fbpx

რუსთავი 2 – ფოტოები ტელევიზიიდან სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ


გააზიარე სტატია

 

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის და საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია.

გთავაზობთ ფოტოებს “რუსთავი 2”-დან, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაა გადაღებული.

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ნიკა გვარამიას და განაცხადეს, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.

ისინი მოუწოდებენ საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე “რუსთავი 2” არ გამოიყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.

ამის პარალელურად, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა.

საჯარო რეესტრმა ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. გადაწყვეტილება რეესტრმა 15:28 საათზე მიიღო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.