fbpx

გაგოშას სტენსილები: პასუხის პასუხი ცენზურას


გააზიარე სტატია

17 ივლისის დილით რუსთაველის გამზირის ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე “ქართლის დედის” სტენსილი გამოჩნდა. ნამუშევარი, რომელშიც “ქართლის დედას”, #სირცხვილია-ს საპროტექსტო აქციებისადმი სოლიდარობის ნიშნად, თვალზე ხელი ჰქონდა აფარებული, გავრცელებული ინფორმაციით, მხატვარ გაგოშას (გიორგი გაგოშიძეს) ეკუთვნის.

17 ივლისსვე, დაუდგენელმა პირებმა სტენსილის ზედა ნაწილი მოშალეს, რაც საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლებისა და მერიის სამსახურების მხრიდან ცენზურის მცდელობად შეფასდა.

თუმცა, 18 ივლისს გაგოშამ თავდაპირველი სტენსილის წაშლას საინტერესო პასუხი გასცა – სტენსილს შეიარაღებული პოლიციელის ფიგურა და ქართლის დედის წაშლილი ნაწილები დაემატა, რომლებიც პოლიციელის გასროლის შედეგად ნამუშევრის ქვედა მხარეს იკითხება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.