“ხმელთაშუა ზღვის პარიზად” წოდებული ბეირუთის არქიტექტურა სერჟ ნაჯარის ფოტოგრაფიაში
საუკუნეების განმავლობაში ბეირუთს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს: სამოქალაქო დაპირისპირებები, მიწისძვრები, გაუთავებელი ომები, ნგრევა… თუმცა, ყოველ ჯერზე ხელახლა აუშენებიათ და დაუმშვენებიათ. ამიტომაც ეძახიან „ქალაქ-ფენიქსს“, მისი გამორჩეული არქიტექტურის გამო კი – „ახლო აღმოსავლეთის მარგალიტად“ და „ხმელთაშუა ზღვის პარიზად“ მოიხსენიებენ.
- XY
- “ლურჯი ხორცისმჭამელი”
- „პაუზა“
ბეირუთის არქიტექტურა მრავალი ფოტოგრაფისთვის გამხდარა ინსპირაციის წყარო. ერთ-ერთი მათგანია ლიბანელი სერჟ ნაჯარი, რომელიც ფოტოგრაფიით საკმაოდ გვიან, იურისტად მუშაობის 20 წლისთავზე დაინტერესდა. მეგობართან ფოტოგრაფიის კურსები გაიარა და საკუთარი ნამუშევრების ინსტაგრამზე გამოქვეყნება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაჯარს არ ჰქონია პრეტენზია პოპულარობაზე და ფოტოებს საკუთარი სიამოვნებისათვის იღებდა, ის მალევე მოხვდა ფოტოგრაფიული სამყაროს ყურადღების ცენტრში. ეს კი ლიბანელმა მშობლიური ქალაქის – ბეირუთის არქიტექტურის ორიგინალურად აღბეჭდვით მოახერხა. როგორც თავად ამბობს, მისი შთაგონების წყარო ისეთი არტისტები გახდნენ, როგორებიც არიან კაზიმირ მალევიჩი, ფრენკ სტელა და სხვები.
- „გზა ზეცისკენ“
- „რგოლები“
- m3Detitation
- “მედალიონი”
- „ქაღალდის სამაგრი“
- „პარალელური სამყაროები“
- „ჩრდილების წვიმა“
სერჟ ნაჯარი სასურველი კადრის ძიებაში ქალაქის ქუჩებში დილიდან საღამომდე დადის. ეძებს ორიგინალურ შენობებს, არქიტექტურულ ფორმებს, დეტალებს და მათზე გამოსახულ ჩრდილებს. თუმცა, ფოტოგრაფის მთავარი მიზანი – ბეირუთის არქიტექტურულ გეომეტრიაში უბრალო ადამიანების, გამვლელებისა და მცხოვრებლების მოქცევაა.
- „ორი კვადრატის ისტორია“
- „გაყოფა“
- „სამება“
- „ეძღვნება როდჩენკოს“ (ალექსანდრე როდჩენკო – საბჭოთა მხატვარი, გრაფიკოსი)
„ჩემთვის არ არსებობს იდეალური ადგილები ან ქალაქები ფოტოგრაფირებისთვის, მთავარია, ვიყო გულწრფელი და გადმოვცე ის, რასაც ვხედავ. არქიტექტურა მიყვარს, ადამიანებს კი ბეირუთის ის მხარე მსურს დავანახვო, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ამჩნევენ“, – ამბობს ნაჯარი.
- „გაქცევა“
- „წითელი ყუთები“
- „ღრუბლების მომწოდებელი“
- „ორი კვადრატის ისტორია“
- „მოგზაური“