თურქმენეთის პრეზიდენტის 5 ექსცენტრული საქციელი ვიდეოარქივიდან
თურქმენეთში, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ “ჭორები გაავრცელების“ ბრალდებით.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მსოფლიოს სააგენტოები არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.
თურქმენეთი საბჭოთა კავშირის უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც ბუნებრივი აირის მარაგებით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. თუმცა, ამავდროულად, მას ერთ-ერთი ყველაზე დახურული, ავტოკრატული რეჟიმი მართავს, რომლის სათავეშიც დღემდე პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი დგას.
თავის მმართველობის პერიოდში ბერდიმუჰამედოვს უამრავი დაუჯერებელი რამ აქვს ჩადენილი (მაგალითად, ყველა მუქი ფერის მანქანა მათ მეპატრონეებს იძულებით გადააღებინა თეთრ ან თეთრთან მიახლოვებულ ფერში), თუმცა არსებობს მისი მმართველობის ბოლო წლებში ინტერნეტით გავრცელებული რამდენიმე მოკლე ვიდეო, რომელიც ბერდიმუჰამედოვის, რბილად რომ ვთქვათ, ექსცეტრულ საქციელს ასახავს და რომლებმაც მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა.
- თურქმენეთის პრეზიდენტი – ყველა სპეცრაზმელზე ძლიერი
- თურქმენეთის პრეზიდენტი მღერის სიმღერა “ყარაყუმს”
- თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის ცხენის შესახებ შვილიშვილთან ერთად გარეპა
- თურქმენეთის პრეზიდენტმა დაწერა “ძალიან მნიშვნელოვანი” წიგნი ჩაის შესახებ, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დაურიგა
- თურქმენეთის პრეზიდენტმა თავისი მინისტრებს სპორტის გაკვეთილი ჩაუტარა