fbpx

საბკულტურა – “საბას” ახალი ინიციატივა


გააზიარე სტატია

 

ხუთშაბათს, 17 ივლისს, ფაბრიკაში გაიმართა „საბას” ახალი პლატფორმის  – საბკულტურის პრეზენტაცია

“საბკულტურა” არის ღია სივრცე წიგნის მოყვარულებისთვის, სადაც ლიტერატურაზე საუბარი, დისკუსია და შთაბეჭდილებების გაზიარება მარტივი იქნება. 

თიბისის ინიციატივა, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“,  2012 წლიდან არსებობს და დღეს უკვე 190 000 მომხმარებელი ჰყავს. „საბას“ კატალოგში დღეისათვის 6000-მდე წიგნია თავმოყრილი, მათ შორის, ხმოვანი წიგნები, ვიდეოლექციები და პოდკასტები

აპლიკაციის ახალი ვერსია ბევრად უფრო მოხერხებული  და კომფორტულია. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა მინიმალურ ფასად წვდომა ჰქონდეს „საბას“ სრულ კატალოგთან. ამ პროექტის ფარგლებში განახლდა Saba Reader-იც, რომელიც iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვისაა გათვლილი. აპლიკაციის განახლებაზე კრეატიულმა სააგენტომ „ლივინგსტონმა“ იმუშავა.

პრეზენტაციასსაბასდამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი უძღვებოდა. „ლივინგსტონისდამფუძნებელმა ვახო ვახტანგიშვილმა საზოგადოებას გააცნო განახლებული აპლიკაციის ფუნქციები და ახალი შესაძლებლობები. პრეზენტაციის დასასრულს კი  ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა ლექცია ლიტერატურის მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ ლიტერატურა საფრთხის წინაშე დააყენა, თანამედროვე სამყარო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგასიარსებებს თუ არა ლიტერატურა ხვალ, ან თუ იარსებებს, როგორი იქნება მისი მდგომარეობა, რა როლი ექნება მას და .

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ლიტერატურას ბევრი კონკურენტი გაუჩინა, თუმცა, ამავე დროს კითხვის ახალი საშუალებები და ფორმებიც შემოგვთავაზა. 

თანამედროვე მკითხველი დღეს ტექსტთან ზიარების უფრო მეტ საშუალებას ფლობს, მას შეუძლია მსოფლიოს ყველა წერტილში წაიკითხოს წიგნი ისე, რომ პაწაწინა გაჯეტში დაცული უზარმაზარი ბიბლიოთეკის სიმძიმემ არ შეაწუხოს. 

მას შეუძლია იქვე, გუგლის  სისტემაში მარტივი ძიებით უფრო მეტი გაიგოს იმ წიგნის ლიტერატურული, დროითი თუ კულტურული კონტექსტის შესახებ, თამამად შეიჭვრიტოს ავტორის ლიტერატურულ სამზარეულოში.

კითხვა -მკითხველისათვის ისეთივე აუცილებელია, როგორც სუნთქვა, მზის სხივები ან ახალი შთაბეჭდილება, ამიტომ სანამ არსებობს „ადამიანი მკითხველი“, სანამ არსებობს  ენა, იქამდე იარსებებს ლიტერატურაც და ამას არავითარი ტექნოლოგიური განვითარება არ შეუშლის ხელს, პირიქითამის მაგალითიასაბკულტურა”.

როდის დაიწყო ლიტერატურა, რა არის ცხოვრება ლიტერატურასთან ერთად და ცხოვრება ლიტერატურაზე? ამ თემაზე ფიქრის და აზრების გაზიარების საშუალება მიეცათ მკითხველებს „საბკულტურის“ პრეზენტაციაზე, სადაც  თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე კარგმა მკითხველმა, ლევან ბერძენიშვილმა მსმენელს ერთგვარი ლიტერატურული რეტროსპექტივა მოუწყო.

ლიტერატურა დიდი ხნის წინ დაიწყო, ალბათ მაშინ, როცა ადამიანს მოსაყოლი ამბები დაუგროვდა, ამ ამბების სხვისთვის გაზიარება მოუნდა. ასე დაიწყეს ადამიანებმა ომების, საკუთარი სულიერი მდგომარეობის და უამრავი სხვა ამბის მოყოლა. ამიტომაც, სანამ ადამიანებს მოსაყოლი  ექნებათ, ლიტერატურაც ყოველთვის იარსებებს.

ყოველთვის იარსებებს მკითხველი, რომელსაც ხან ომების, გმირებისა და წმინდანების ამბების მოსმენა მოუნდება, ხან სააქაოსა და საიქიოს  საიდუმლოებების, ბევრ კითხვას დასვამს და პასუხს სწორედ ლიტერატურაში მოძებნის. ზოგჯერ მწერლებისგან კითხვების დასმასაც მოითხოვს და პასუხის მოძებნას თავად ეცდება. რაც მთავარია, ყოველთვის მოძებნის წიგნს, როგორც არსებობისა და აზროვნებისთვის აუცილებელ საშუალებას.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეიძლება კიდევ ბევრი რამე შეცვალოს, შესაძლოა, ერთ  მშვენიერ დღეს ჩვენმა ელექტრონულმა მოწყობილობებმა წიგნი არა მხოლოდ წაგვაკითხონ, არამედ დაგვანახონ და მის წიაღში გადაგვტყორცნონ კიდეც, შესაძლოა, დროის წიაღიდან თავად ავტორი გამოიხმონ ჩვენთვის საკუთარი ნაწარმოებების წასაკითხად. ლიტერატურული ფორმებიც აუცილებლად შეიცვლება, ახალ ჟანრებს, მსოფლმხედველობასა და დამოკიდებულებებს სრულიად ახალი ლიტერატურული ფორმები შეითავსებს, მაგრამ მთავარი არის ერთი – ლიტერატურის უმთავრესი ნიშა – სამყაროს სიკეთისკენ უბიძგოს, უცვლელი დარჩება, ხოლო მკითხველი – ყოველთვის იქნება ამ პროცესის აქტიური მონაწილე.

ლიტერატურა იარსებებს მარად, იქნება აქტუალური, იქნება ცოცხალი და აუცილებელი, სანამ იარსებებს მარადიული ტანდემი – ავტორი და მკითხველი, სანამ მკითხველს ექნება საოცარი, ერთგვარად ჯადოსნური ძალა – პირველი აბზაცის წაკითხვიდანვე გააცოცხლოს უსულო ტექსტი, სული ჩაჰბეროს ავტორის და ელაპარაკოს მას. 

„საბკულტურა“ კითხვის ახალი წესი, ლიტერატურული მოგზაურობის ახალი ფორმაა, რომელსაც „საბა“ თანამედროვე მკითხველს სთავაზობს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.