კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
13 მარტიდან, თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება ინგლისურენოვანი მუსიკალური სპექტაკლი – რომანტიული კომედია საქართველოსა და ქართველების შესახებ – Welcome to Georgia – the Musical.
მიუზიკლში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.
სპექტაკლში 18 მსახიობი შეასრულებს 20-მდე სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა, ქართული ტექსტის შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს.
მიუზკლის სიუჟეტი ქართულ სოფელში ვითარდება, სადაც ქართველი ბებია თავის შვილიშვილსა და მის ფრანგ მეგობარ გოგონას მასპინძლობს.