fbpx

24 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თბილისის რამდენიმე ქუჩას ქართველი მსახიობების სახელები დაერქმევა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სულ მალე თბილისის რამდენიმე ქუჩას ლეგენდარული ქართველი მსახიობების – ლეილა აბაშიძის, მარინე თბილელის, მედეა ჯაფარიძის, ბელა მირიანაშვილის, გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის და სხვა მსახიობების სახელები დაერქმევა.

წყარო: http://tbsakrebulo.gov.ge/

 

დღის ფოტოები: კნუტის გადასარჩენად თბილისში სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.

როგორც ფოტოების ავტორი წერს, სამაშველო სამსახურის წევრები კნუტს, რომელიც ერთ-ერთ აივანზე გაიჭედა, ჩამოსვლაში ეხმარებოდნენ.  

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მოიგო  

ტურნირზე ქართველი ჩემპიონი ბოლივიელ უგო დელიენის დაუპირისპირდა. ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია. მატჩი 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა.

ფოტო: https://news.ge/

 

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ოფიციალურად დაინიშნენ.

'Her' Photocall - The 8th Rome Film Festival'Her' Photocall - The 8th Rome Film Festival

34 წლის მარა და 44 წლის ფენიქსი უკვე მესამე წელია ერთმანეთს ხვდებიან, ურთიერთობა ფილმის – “მარიამ მაგდალინელის” გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

წყარო: https://pagesix.com

 

მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი რიდლი სკოტის ფილმში ითამაშებენ

Ridley Scott Matt Damon Ben Affleck

რიდლი სკოტი ერიკ იაგერის რომანის – The Last Duel-ის ეკრანიზაციაზე  იწყებს მუშაობას. მთავარ როლებს ფილმში მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი შეასრულებენ. 

რომანი საფრანგეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად რეგისტრირებული უკანასკნელი დუელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მე-14 საუკუნეში გაიმართა. ომიდან დაბრუნებული ნორმანდიელი რაინდი თავისი ცოლის ღირსების აღსადგენად დუელში მეზობელს იწვევს. გახმაურებული საქმე საფრანგეთის მეფის, კარლ მეოთხის ყურამდეც კი მივიდა.

წყარო: https://deadline.com

 

თრეილერი: ნახეთ ტომ ჰენკსი ლეგენდარული ტელეწამყვანის – ფრედ როჯერსის როლში.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 22 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
23 ივლისი დილიდან

23 ივლისი დილიდან

23 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან ორი კარგი ამბავი გვაქვს და ორივე ქართველ დიზაინერს ეხება: Vogue-ის მიერ 12 ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ჩვენებას შორის დემნა გვასალიას შოუც მოხვდა - თანაც ორჯერ. გარდა ამისა, სკარლეტ იოჰანსონს სან დიეგოს კომიკ-კონზე დავიდ კომას დიზაინით შექმნილი კოსტიუმი ეცვა
22 ივლისი დილიდან 

22 ივლისი დილიდან 

22 ივლისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან აუცილებლად უნდა გაცნობოთ, რომ Grey’s Anatomy-ისა და Killing Eve-ის ვარსკვლავი სანდრა ო საქართველოს სტუმრობს. ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობის ვიზიტის დეტალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა, როგორც ცნობილია, სანდრა თბილისის გარდა უკვე ესტუმრა ყაზბეგს, ფასანაურსა და სვანეთს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.