“ხშირად დასმული კითხვები” გარიყულაში – საქართველოს ისტორია 1989-2019 – Vol. 3
“ხშირად დასმული კითხვები” სიტყვების პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა დისციპლინას.
სიტყვების პლატფორმა გარიყულაში, “ფესტინოვას” ფარგლებში მიმდინარეობს. რიგით მე-11 თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი აფართოებს არეალს და ლიტერატურას, სიტყვებს უთმობს სივრცეს.
“ხშირად დასმული კითხვების” წლევანდელი თემა არის დრო: 1989-2019 წელი. ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ამბები და მოვლენები რომელმაც დღევანდელი დღე განაპირობა, თუმცა გაუაზრებელი დარჩა და დაიკარგა. “ხშირად დასმული კითხვები” დროის აღწერა და ახალი მნიშვნელობების ძიებაა.
“ხშირად დასმული კითხვების” მთავარი იარაღი სიტყვაა. სწორედ, სიტყვის საშუალებით ეცდებიან მონაწილეები გაიხსენონ და აღწერონ დავიწყებული ისტორია, გასული დრო.
“ხშირად დასმული კითხვების” მხარდამჭერია აჭარა გრუფი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.