26 ივლისი დილიდან
ლეგენდარული ფეი დანაუეი კოლეგების შეურაცხყოფის გამო თეატრიდან დაითხოვეს
ფეი დანაუეი, რომელიც ბროდვეიზე სპექტაკლ Tea At Five-ში კეტრინ ჰეპბერნის როლს ასრულებდა, თეატრიდან დაითხოვეს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი 78 წლის მსახიობის რთული ხასიათი გახდა. პრემიერა მას შემდეგ გაუქმდა, რაც დანაუეიმ თეატრის პერსონალს სხვადასხვა ნივთები ესროლა, შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს ხელი გაარტყა.
სპექტაკლის გაუქმების შემდეგ დანაუეიმ კოლეგების შეურაცხყოფა დაიწყო. ამასთან ერთად ირკვევა, რომ მსახიობი ხშირად აგვიანებდა რეპეტიციებზე და სცენარის ტექსტს ვერ იზეპირებდა. გარდა ამისა, ის ითხოვდა, რომ რეპეტიციებზე სპექტაკლის არც ერთ მონაწილეს თეთრი ფერის ტანსაცმელი არ ჩაეცვა, ვინაიდან ეს მას ხელს უშლიდა.
წყარო: https://www.theguardian.com/
დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედის” პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება
ვენეციის კინოფესტივალის პროგრამის გასაჯაროების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი მამულიას ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. “ბოროტმოქმედი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და იგი ვენეციაში წარმოდგენილი იქნება საკონკურსო პროგრამაში “ჰორიზონტები”.
“ბოროტმოქმედი” საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის 25 წლის ინჟინრის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 1932 წლიდან იმართება. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
წყარო: http://beta.gnfc.ge/
ნაიკის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც 1972 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე მორბენალი სპორტსმენებისთვის შეიქმნა, რეკორდულ ფასად – 437 500 დოლარად გაიყიდა.
წყარო: https://edition.cnn.com
ევროპის საერთაშორისო საინფორმაციო არხი Euronews საქართველოში შემოდის
ევრონიუს-საქართველოს დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებას არხის წარმომადგენელმა და კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ხელი 25 ივლისს მოაწერეს. სილქნეტის ცნობით, ევრონიუს-საქართველო ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება. არხზე ქართული მედია-კონტენტის პარალელურად ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილი კონტენტის ტრანსლაციაც იგეგმება.
წყარო: https://www.marketer.ge/
“ჩერნობილის” რუსული ვერსიის თრეილერი გამოქვეყნდა.
სერიალი 12 ეპიზოდისგან შედგება. მისი გადაღება 2014 წელს დაიწყო და რუსულ ტელეარხ NTV-ზე 2019 წელს უნდა გავიდეს.
წყარო: https://www.youtube.com/
ოსკაროსანი მსახიობი ენ ჰეთეუეი მეორე შვილს ელოდება.
ფანებს ამის შესახებ თავად მსახიობმა ინსტაგრამის საშუალებით ამცნო. ჰეთევეის და მის ქმარს, ადამ შულმანს პირველი ბავშვი 2016 წლის მარტში შეეძინათ.
წყარო: https://www.instagram.com/
ლონდონის EURASIEN CREATIVE GUILD-ის კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიან ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ქართველ მსახიობს, ზურა პირველს გადაეცა.
მსახიობმა პრიზი ფრანგულ-ქართული პროექტისთვის BEHIND THE DOORS მიიღო.
წყარო: https://nostal.ge/