საქართველოდან ოსკარზე დიტო ცინცაძის ფილმი, შინდისი წარადგინეს
დღეს, 31 ივლისს ეროვნული არქივის კინოდარბაზში დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც საქართველოს, ოსკარის გრანდიოზულ დაჯილდოებაზე წარადგენს.
დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” 5 ქართული ფილმიდან შეარჩიეს:
- ნინო ჟვანიას “აღლუმი”
- მარი გულბიანის “სანამ მამა დაბრუნდება”
- დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
- გიგა აბაშიძის “მეზობლები”
- დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”
კანდიდატი ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შინდისის გმირების შესახებ მოგვითხრობს. შესაბამისად, ფილმის სცენარი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.
ფილმის მთავარი გმირები ის ქართველი ჯარისკაცები არიან, რომლებმაც სამშობლოს დაცვას თავი დაუფიქრებლად შეწირეს — ფილმის სცენარი, რომელიც ოსკარის ნომინაციის მისაღებად იბრძოლებს, ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა.
გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო, რომელმაც საუკეთესო ფილმი ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადასაღებად კულტურის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 ათას ლარზე მეტი გამოყო.