fbpx

ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს შილერის მემორიალურ პრიზს გადასცემენ


გააზიარე სტატია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდოს, შილერის მემორიალური პრიზის მფლობელი გახდა და ფულადი ჯილდოს სახით 25 ათას ევროს მიიღებს. 

ფრიდრიხ შილერის პრემია გერმანიაში 1955 წლიდან არსებობს და სხვადასხვა დროს ის მიღებული აქვთ ისეთ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, კრისტა ვულფი და სხვები. 

ხარატიშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ მიიღო, რომლის თავმჯდომარე პეტრა ოლჩოვსკია. სწორედ ოლჩოვსკი გადასცემს პრიზს ხარატიშვილს.

ნინო ხარატიშვილი – გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია,  2010 წელს კი  ალბერტ შამისოს პრემიის ლაურეატი გახდა.

გარდა ამისა, მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგსა  და სხვა ქალაქებში.

ნინო ხარატიშვილი პიესების გარდა  ავტორია წიგნებისა “ჟუჟა”, “ჩემი საყვარელი ორეული” და “მერვე ბილიკი”.


შილერის მემორიალური პრიზის გადაცემის ცერემონია 2019 წლის 14 ნოემბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება და მას ნინო ხარატიშვილთან ერთად ლიტერატურული სამყაროს არაერთი მნიშვნელოვანი ავტორი დაესწრება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.