ახალი კამპანია ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად!
დღეიდან თბილისის ქუჩებში გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და საქართველოს რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტები შეგხვდებათ.
თიბისის ეს წინა საჩემპიონატო კამპანია იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერას ემსახურება.
#შეერკინემსოფლიოს – მთავარი მესიჯია ქართველი, შერკინებაში ძლიერი მორაგბეებისთვის.
მსოფლიო ჩემპიონატამდე კი მათ კიდევ ერთი თამაში ელოდებათ: 31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება.
სტადიონზე თიბისისა და მასტერქარდის რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება.
თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მოიცავს ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს.
კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს თიბისის ნებისმიერი მასტერქარდის ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება.
რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში.
ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.
ბორჯღალოსნების განრიგი ასეთია:
- 23 სექტემბერი – უელსი-საქართველო
- 29 სექტემბერი – საქართველო-ურუგვაი
- 3 ოქტომბერი – საქართველო-ფიჯი
- 11 ოქტომბერი – საქართველო ავსტრალია
მოფლიო თასის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
#რაგბიჩვენითამაშია