fbpx

ლევან გელბახიანი სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ კაცად დაასახელეს


გააზიარე სტატია

რამდენიმე საათის წინ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს.

ლევან აკინის ფილმში And Then We Danced, შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო “სარაევოს გული” ლევან გელბახიანს გადაეცა. მსახიობისთვის ეს უკვე მეორე ჯილდოა, მან ამავე კატეგორიაში ოდესის კინოფესტივალზეც გაიმარჯვა.

შვედურ-ქართული ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში Director’s Fortnight შედგა და კრიტიკოსებისა, თუ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სურათი, ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის მონაწილეობით, კანის ფესტივალის განმავლობაში ნაჩვენებ ფილმებს შორის კინოკრიტიკოსთა შეფასებშიც ერთ-ერთი მოწინავეა და საუკეთსო ათეულში შედის. ამით ის უსწრებს ისეთი რეჟისორების ნამუშერებს, როგორებიცაა კვენტინ ტარანტინო, კენ ლოუჩი და სხვები.

გარდა ამისა, ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა, მათ შორის აშშ-მ და კანადამ.

რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ ლევან გელბახიანს, ის ჯერ ამერიკულმა ჟურნალმა შეიყვანა კანის 15 ვარსკვლავს შორის, შემდეგ კი ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ ფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.

სარაევოს კინოფესტივალი 16 აგვისტოს დაიწყო და აკინის სურათის გარდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობდა ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა 12”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში პეტრე თომაძის “ღამის სეანსი”.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.