fbpx

მსოფლიოს 20 საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი Mercer-ის მიხედვით


გააზიარე სტატია

ზედიზედ ათი წლის განმავლობაში, Mercer-ის კვლევის მიხედვით, ცხოვრებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქად ვენა სახელდება. მსოფლიო რეიტინგის წლევანდელი შედეგებით, საუკეთესო ოცეულში დასავლეთ ევროპის 8 ქალაქია შესული მაშინაც კი, როცა, მერსერის ანგარიშის მიხედვით , “სავაჭრო დაძაბულობები და პოპულისტური ქვედა დინებები გლობალურ ეკონომიკურ კლიმატს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.”

თავის 21-ე გამოცემაში, მერსერმა პირველად დაამატა ცალკე რეიტინგი პირადი უსაფრთხოების დარგში, სადაც ლუქსემბურგი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად სახელდება. 

მერსერი, რომელიც მულტინაციონალური კომპანიებისთვის თანამშრომლების ტრანსფერის საკითხში საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა, მსოფლიოს 450 ქალაქს აფასებს. მათი რეიტინგები 10 კატეგორიად დანაწილებულ 39 ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის, სოციო-კულტურულს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, გარემოსდაცვით, სამედიცინო და ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სარეკრეაციო პირობებს, უძრავი ქონების ბაზარს და ეკოლოგიურ მდგომარეობას. 

მერსერის კვლევის მიხედვით,  2019 წლის საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების ტოპ 20 ასე გამოიყურება:

 

#1. ვენა, ავსტრია

 

#2. ციურიხი, შვეიცარია

 

#3. ვანკუვერი, კანადა

 

#4. მიუნხენი, გერმანია

 

#5. ოკლენდი, ახალი ზელანდია

 

#6. დიუსელდორფი, გერმანია

 

#7. ფრანკფურტი, გერმანია

 

#8. კოპენჰაგენი,დანია

 

#9. ჟენევა, შვეიცარია

 

#10. ბაზელი, შვეიცარია

 

#11. სიდნეი, ავსტრალია

 

#12. ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

#13. ბერლინი, გერმანია

 

#14. ბერნი, შვეიცარია

 

#15. ველინგტონი, ახალი ზელანდია

 

#16. ტორონტო, კანადა

 

#17. მელბურნი, ავსტრალია

 

#18. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი

 

#19. ოტავა, კანადა

 

#20. ჰამბურგი, გერმანია

ორიგინალი: https://www.archdaily.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.