fbpx

კალიფორნიული ღვინის მეურნეობა, რომელიც ამავდროულად ქანდაკებების მუზეუმიცაა


გააზიარე სტატია

Donum Estate, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ღვინის მწარმოებელი მეურნეობაა. ხილის ბაღები, ვენახები 80 ჰექტარზეა გაშენებული  და ამავე დროს ერთგვარი ღია ცისქვეშ გამართული გალერეაცაა. ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვე ქანდაკების ნიმუშებია გამოფენილი, ამიტომ Donum Estate ბუნების, ღვინის კულტურისა და ხელოვნების სინთეზსაც წარმოადგენს.  

 

 

ამ უჩვეულო მუზეუმში, სადაც ქანდაკებები ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის, დამთვალიერებელი ისეთი არტისტების ნამუშევრებს გადააწყდება, როგორებიცაა: იაიოი კუსამა, აი ვეი ვეი, რიჩარდ ჰადსონი და მრავალი სხვა.

 

  • „გოგრა“, ავტორი იაიოი კუსამა

 

  • „ზოდიაქოს ცხოველთა წრე“, ავტორი აი ვეი ვეი

 

  • „შემიყვარე“, ავტორი რიჩარდ ჰადსონი

 

სასტუმრო Donum Estate-ისა და მეურნეობის მფლობელები ცოლ-ქმარი  ალან და მეი ვარბურგები არიან, რომლებმაც მეღვინეობისა და ხელოვნებისადმი სიყვარული ამგვარი კრეატიული ფორმით გამოხატეს. 

 

 

ვარბურგების თქმით, კოლექციის შეძენისას არ ითვალისწინებდნენ თანამედროვე სამუზეუმო ბაზარზე არსებულ მოდურ ტენდენციებს, არც კურატორების რჩევებს,  მხოლოდ თავიანთ გემოვნებასა და ღირებულებებს მიენდვნენ. შესაბამისად, ვენახებში ისეთი ნამუშევრებიც მოხვდა, რომლებსაც სხვადასხვა მოსაზრებების გამო არცერთი მუზეუმი არ გამოფენდა. 

 

  • „ხელოვნური ქვა“, ავტორი ჩჟან ვანგი

 

  • „მიკადოს ხე“, ავტორი პასკალ მარტინ ტაიო

 

  • „ტერაკოტის თანამედროვე მეომრები“, ავტორი იუ მინიონი

 

  • „სიტყვები, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს“, ავტორი გჰარა ამერი

 

  • „ადამიანების ხე“, ავტორი სუბოთჰ გუფტა

 

  • „ურთიერთზრუნვა“, ავტორები Elmgreen & Dragset

 

  • „სანნა“, ავტორი იაუმე პლენსა

 

„მე ევროპელი ვარ, რომელმაც ნახევარი ცხოვრება აზიაში გაატარა, ცოლი ჩინელია, ღვინოს კი კალიფორნიაში ვაწარმოებ. მიყვარს მრავალფეროვნება, სხვადასხვა კულტურების დიალოგი, შესაბამისად, კოლექციაც გლობალურია, არ აქვს მკვეთრად გამოხატული აღმოსავლური ან დასავლური მიმართულება“,  – ამბობს ალან ვარბურგი. 

ამჟამად ხელოვნების პარკში გასეირნების სერვისი ღვინის დეგუსტაციის ფასში შედის. უახლოეს მომავალში კი ვარბურგები  ყოველკვირეული სპეციალური ექსკურსიების მოწყობასაც გეგმავენ.

 

  • „ყაყაჩო და ხსოვნა“, ავტორი ანსელმ კიფერი

 

  • „Hombre Caminante“, ავტორი ფერნანდო ბოტერო

 

  • „ჩასაფრებული ობობა“, ავტორი ლუიზ ბურჟუა

 

  • „ლაბირინთი“, ავტორი გაო ვეიგანი

 

  • „მარტორქა“, ავტორი ლი ჰუი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.