18 სექტემბერი დილიდან
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის ტურნირზე იასპარეზებს
ჩოგბურთელი მეორე ნომრად არის წარმოდგენილი და ასპარეზობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია, აღნიშნულ ტურნირზე კი მე-2 ნომრადაა გამოცხადებული. ბასილაშვილს პირველ რაუნდში მეტოქე არ ეყოლება, შესაბამისად ის ტურნირს მე-2 ეტაპიდან დაიწყებს და პირველად 18 სექტემბერს ითამაშებს.
ფოტო: https://www.usopen.org
დღეს წინანდლის ფესტივალზე ლაჰავ შანი დაუკრავს
უკვე რამდენიმე დღეა წინანდალი კლასიკური მუსიკის მოყვარულთა ყურადღების ცენტრშია. ყოველდღე აქ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები ლეგენდარული კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებენ. დღეს ამფითეატრის სცენას უნიკალური პიანისტი და დირიჟორი ლაჰავ შანი დაიკავებს და მსმენელს რახმანინოვის, შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის კომპოზიციებს შესთავაზებს.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტემბერს გაიხსნა და წინანდლის ისტორიულ მამულში 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური სპონსორი კი თიბისი ბანკი.
ACE producers-ის ახალ წევრთა შორის ლაშა ხალვაში დასახელდა
Screendaily-მა იმ პროდიუსერთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ACE producers-ის გაერთიანების ახალი წევრები გახდნენ. პირველად ACE producers-ის წევრთა შორის დასახელდა პროდიუსერი ამიერკავკასიის რეგიონიდან – ლაშა ხალვაში.
ACE producers დამოუკიდებელი, გამოცდილი პროდიუსერების გაერთიანებაა. იგი 1993 წელს დაარსდა და მას დღეს უკვე 250 აქტიური წევრი ჰყავს 45 ქვეყნიდან. ACE producers-ის ახალი წევრები 2019/2020 წლის პროექტების განვითარების პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 3 სესიისგან შედგება. სამუშაო შეხვედრები ჰელსინკში, პრაღასა და ამსტერდამში გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში ლაშა ხალვაში თინათინ ყაჯრიშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარებაზე იმუშავებს სახელწოდებით „თევზაობა“. სამუშაო სესიების შემდეგ ედინბურგში გაიმართება ღონისძიება, სადაც ახალი წევრები ოფიციალურად გაწევრიანდებიან ACE producers-ის გაერთიანებაში.
წყარო: http://beta.gnfc.ge/news/13751/
GOT-ის ვარსკვლავი სოფი ტერნერი ეკრანს ახალი სერიალით უბრუნდება
GOT-ის შემდეგ ეს იქნება პირველი სატელევიზიო შოუ, რომელშიც ტერნერი გამოჩნდება. სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ამჯერად მსახიობ კორი ჰოუკინსთან ერთად სტრიმინგ-არხ Quibi-ის თრილერში, Survive-ში გამოჩნდება. სერიალის სცენარი ალექს მორელის რომანის მიხედვით შეიქმნება და ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილი ორი მგზავრის შესახებ მოგვითხრობს.
წყარო: https://people.com
სარა თომასი პირველი ქალია, რომელმაც ლა-მანშის სრუტე ზედიზედ ოთხჯერ გადაცურა.
37 წლის სარა თომასმა სრუტის გადაცურვა კვირას დილით ადრე დაიწყო და 54 საათში დაასრულა. მცურავმა მკერდის კიბო ერთი წლის წინ დაამარცხა.
წყარო: https://www.bbc.com/