fbpx

19 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

National Geographic-მა საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა

Image result for Tbilisi: the world’s most bohemian city

“თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემური ქალაქი” –  ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით National Geographic-ის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. 

„ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები – ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილად აქცევს. თბილისი ეკლექტიკური, დინამიკური ქალაქია – ძველი ქალაქი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე – ღამის კლუბებში, სადაც დილამდე იცეკვებთ. ერთი შეხედვით თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს, რომელიც მდიდარი კულტურით გამოირჩევა, საკმაოდ ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოს“, – წერს ტარა იზაბელა ბარტონი. 

სტატიის ავტორი თბილისში მდებარე საერთაშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს. National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოსა და კერძებს.

წყარო: https://www.nationalgeographic.com/

 

19-21 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიმართება

 სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები ტრადიციულად ისევ შავი ზღვის  სანაპიროზე მოიყრიან თავს. წელს ფესტივალი დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. Ad Black Sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, აღნიშნულ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და წელს დაინტერესებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 

Ad Black Sea ფესტივალზე მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს. მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. 

ფესტივალის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზატორების ინიციატივით საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერი ჩამოვა, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება.  

 

დღეს წინანდლის ამფითეატრში მოცარტის, ბეთჰოვენისა და შოსტაკოვიჩის კომპოზიციები შესრულდება

 ლეგენდარული კომპოზიტორების საკულტო ნამუშევრებს შეუდარებელი მარტინ ფროსტი და იუჯა ვანგი შეასრულებენ. სახელგანთქმულ მუსიკოსებს აქამდე მსოფლიოს არაერთ მნიშვნელოვან სცენაზე გაუცოცხლებიათ კლასიკად ქცეული უკვდავი ჰიტები, ამჯერად კი წინანდლის ფესტივალის დროც დადგა.  

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში  8 სექტემბერს გაიხსნა და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური სპონსორი კი თიბისი ბანკი.

ფოტო: https://www.heraldscotland.com/

 

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე დარბაზში მიღებული ხმათა უმრავლესობით საქართველოზე შექმნილმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.  “ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში”, – წერს ფეისბუქზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება.

Image may contain: text and food

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები. პარკის მთავარ მოედანზე ღონისძიებები დღის 12:00 საათიდან დაიწყება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ჯასტინ ტერუ ეფლის სტრიმინგ-სერვისის ახალ სერიალში – Mosquito Coast-ში მთავარ როლს შეასრულებს

Neil Cross ('Luther') will serve as showrunner on the drama based on the novel and 1986 feature film of the same name.

სერიალის სიუჟეტი ჯასტინის ბიძის, პოლ ტერუს 1986 წელს დაწერილ რომანს ეფუძნება.  Mosquito Coast მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც ერთადერთი ოცნება აქვს – მიატოვოს ყველაფერი და ოჯახთან ერთად ცივილიზაციისგან შორს, ჯუნგლებში დასახლდეს. 

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

პოლ რუდი ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლს ასრულებს

Living with Yourself  – ასე ჰქვია სტრიმინგ-სერვისის ახალ შოუს, სიუჟეტის მიხედვით კი რუდის პერსონაჟი მაილს ელიოტი ერთფეროვანი სამსახურისგან დაღლილი, მარტოსული და მოწყენილი ადამიანია. ერთ დღესაც ის სპეციალურ სპა-სალონში მიდის, სადაც პირობას აძლევენ, რომ აქ ვიზიტის შემდეგ მას თავისი თავის საუკეთესო ვერსიად გადააქცევენ. სალონიდან გამოსული მაილსი ნამდვილად სხვა პიროვნებაა, თუმცა ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ არსებობს მეორე მაილსიც, თავად ის კი კლონია. სერიალის პრემიერა ნეტფლიქსზე 18 ოქტომბერს გაიმართება. 

წყარო: https://www.youtube.com

 


რეკომენდებული სტატიები
18 სექტემბერი დილიდან 

18 სექტემბერი დილიდან 

18 სექტემბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ტურნირზე იასპარეზებს და პირველად დღეს, 18 სექტემბერს ითამაშებს.
17 სექტემბერი  დილიდან

17 სექტემბერი დილიდან

17 სექტემბერი  დილიდან
დილა მშვიდობისა! რადგან  ვიცით რომ, ამ ინფორმაციას ბევრი ელოდება, გვინდა დილიდანვე გაცნობოთ, რომ შინდისის გმირებზე გადაღებული დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბრიდან გამოჩნდება. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.