IOS 13-ის ახალი ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა დახატა
10 სექტემბერს, კომპანია “ეფლმა” “აიფონის” ახალ მოდელებთან ერთად საზოგადოებას თავისი განახლებული მობილური ოპერაციული სისტემაც წარუდგინა.
iOS 13-ის ჩამოტვირთვისთანავე მომხმარებლებისთვის უამრავი ახალი და მათ კომფორტზე ორიენტირებული ფუნქცია გახდა ხელმისაწვლდომი — Dark Mode-ის განახლებული რეჟიმი, ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავების სრულიად ახალი შესაძლებლობები და რამდენიმე განახლებული აპლიკაცია, რომლებმაც დამატებითი ფუნქციები შეიძინეს.
მთავარი: მათ შორისაა გაცილებით ლამაზი დიზაინის მქონე ქართული კლავიატურაც, რომელზეც ქართველმა დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ იმუშავა.
“ეფლი” 2015 წლამდე ძირითად შრიფტად Helvetica-ს იყენებდა. ამ შრიფტზე საავტორო უფლებებს კომპანია მონოტაიფი ფლობდა, სადაც მე პრაქტიკაზე ვიყავი და სწორედ იქ გადავწყვიტეთ, რომ ორიგინალთან მიამრთებაში ახალი, თანამედროვე და უფრო მეტად ჰარმონიული ვერსია გაგვეკეთებინა. დიზაინის შექმნაზე პირადად მე ვიმუშავე”, — ამბობს აკაკი At.ge-სთან საუბრისას.
თავისი შრიფტების განახლება გადაწყვიტა გუგლმაც და საბოლოოდ შექმნა შრიფტი, რომელიც მოიცავს ყველა დამწერლობას რაც კაცობრიობის ისტორიაში არსებობს — NOTO.
საინტერესოა, რომ ამ შრიფტის შექმნაზეც წლების განმავლობაში კომპანია Monotype მუშაობდა და სისტემაში არსებული შედარებით უხეში ქართული დამწერლობის მოხაზულობის გაუმჯობესებაში, ასევე აკაკი რაზმაძემ მიიღო მონაწილეობა. შრიფტი ანდროიდ 10.0 ვერსიაშია ხელმისაწვდომი.