როდის დაბრუნდება ჩცდ ეთერში? — ნახეთ სერიალის სამი ახალი პრომო
ქართველ მაყურებელს უკვე ძალიან მოენატრა ცნობილი ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები, რომელიც ეთერში მალე მე-16-ე სეზონით ბრუნდება. ოღონდ, ამჯერად არა რუსთავი 2-ზე, არამედ ფორმულაზე.
ტელეკომპანია ფორმულას ფეისბუქის გვერდზე ჩცდ-ს ახალი სეზონის სამი პრომო გავრცელდა, რომლებშიც ნათქვამია, რომ სერიალი ტელეეკრანებს მალე დაუბრუნდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. გავრცელებულ პრომოებში ვხვდებით მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს, რომელთა ისტორიების გაგრძელებაც ყველას აინტერესებს.
ნინა და დათო
ჩემი ცოლის დაქალები – მალე, ფორმულაზე.
ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას – უყურეთ ჩემი ცოლის დაქალების ახალ სეზონს, მალე, ფორმულაზე!
Gepostet von Formula • ფორმულა am Freitag, 27. September 2019
ერთგულ მაყურებელს კარგად ემახსოვრება, რომ ბოლო სეზონში ნინა სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. მართალია, ამ ისტორიის გაგრძელება ჯერ არ გვინახავს, თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ უკან სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდება.
ჩიკა და შავლეგო
ჩემი ცოლის დაქალები – მალე, ფორმულაზე!
უყურეთ ჩემი ცოლის დაქალების ახალ სეზონს – მალე, ფორმულაზე!
Gepostet von Formula • ფორმულა am Freitag, 27. September 2019
მეორე პრომოდან ვიგებთ, რომ სერიალში კვლავ შევხდებით წამყვან სახეებს, როგორებიც შავლეგო და ჩიკა არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალში ვაკის ელიტარული ოჯახის ისტორია კიდევ არაერთხელ გაგვამხიარულებს.
ზაზა და ქეთი
ჩემი ცოლის დაქალები – მალე, ფორმულაზე!
უყურეთ ჩემი ცოლის დაქალების ახალ სეზონს – მალე, ფორმულაზე!
Gepostet von Formula • ფორმულა am Freitag, 27. September 2019
ბოლო პრომომ საზოგადოება, შესაძლოა, ისევ ორ ნაწილად გაყოს — ისინი ვინც ზაზასა და ქეთის შერიგებას მთელი გულით ელოდნენ და უფრო კატეგორიულები, ვინც თვლიდა, რომ მოღალატე ცოლისთვის ზაზას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეპატიებინა.
ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც პირველად 2011 წელს, რუსთავი 2-ზე გავიდა. ტელეკომპანია ფორმულა ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა და ჩემი ცოლის დაქალების გარდა, კიდევ ერთ ახალ სერიალსა და სხვა გასართობ და საინფორმაციო გადაცემებს შესთავაზებს მაყურებელს.
10,293 total views, 4 views today