fbpx

UNESCO-მ 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად თბილისი დაასახელა


გააზიარე სტატია

 

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულეიმ 2019 წლის ივნისში შვეიცარიაში შეკრებილი მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციაზე დაყრდნობით, თბილისი 2021 წლის წიგნის დედაქალაქად გამოაცხადა.

სლოგანით Ok. So your next book is…? პროგრამის ფოკუსში ის თანამედროვე ტექნოლოგიები ექცევა, რომლებიც ახალგაზრდებს შორის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

პროგრამა შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი და მდგრადი აქტივობებისგან, რომლებიც ითვალისწინებს საბავშვო ბიბლიოთეკებისა და წიგნების ფესტივალს, ულტრათანამედროვე ციფრულ პროექტს, რომელიც წიგნებს თამაშებად გარდაქმნის, ასევე პირველი ქართული სტამბის აღდგენას. 

ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და წიგნებთან შეზღუდული წვდომის მქონე მოზარდებისთვის საგანგებოდ შექმნილი პროგრამა ინოვაციებზე იქნება დაფუძნებული. ქალაქის პრინციპულ მიზანს წარმოადგენს კითხვის პოპულარიზაცია და წიგნებთან წვდომის გაზრდა ყველა სოციალურ დონეზე.

სადღესასწაულო წელიწადი 2021 წლის 23 აპრილს – მსოფლიოს წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს დაიწყება. 

იუნესკოს მსოფლიო წიგნის დედაქალაქებად შერჩეული ქალაქები იზრუნებენ წიგნების პოპულარიზაციისთვის საჭირო აქტივობების ორგანიზებაზე მთელი წლის განმავლობაში. 2001 წლიდან მოყოლებული, თბილისი ამ ტიტულის მატარებელი 21-ე ქალაქი იქნება კუალა ლუმპურისა (2020) და შარჯას (2019) შემდეგ. 

ამ ტიტულს ადრე ფლობდნენ  ქალაქები: მადრიდი (2001), ალექსანდრია (2002), ნიუ დელი (2003), ანტვერპენი (2004), მონრეალი (2005), ტურინი (2006), ბოგოტა (2007), ამსტერდამი (2008), ბეირუთი (2009), ლიუბლიანა (2010), ბუენოს-აირესი (2011), ერევანი (2012), ბანგკოკი (2013), პორტ ჰარკურტი (2014), ინჩეონი (2015), ვროცლავი (2016), კონაკრი (2017) და ათენი (2018).

მსოფლიოს წიგნის ქალაქის მრჩეველთა საბჭო შედგება საერთაშორისო გამომცემლების ასოციაციის (IPA) წევრების, ბიბლიოთეკების ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციისა (IFLA) და იუნესკოს წარმომადგენლებისგან. 

ორიგინალი: https://en.unesco.org


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.