fbpx

იყო 9 ოქტომბერი – დღის ლექსი გალაკტიონისგან


გააზიარე სტატია



ელვარე და ლომფერი

იყო ცხრა ოქტომბერი.

მაგრამ თვალმა დათვალა

მზე ბევრი და ცხრათვალა.

ო, მზით გადანაცარო,

ცხრა მუხა და ცხრა წყარო.

რუსთაველი – ხანია,

ისიც ცხრა ანბანია.

ვნება იყო ღვარული

ჩემი ცხრა სიყვარული.

ოდეს გნახე, ლომფერი

იყო ცხრა ოქტომბერი.

 

გალაკტიონი, 1915


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.