fbpx

არტარეას ფესტივალი ჭიათურიდან იწყება


გააზიარე სტატია

არტარეას ფესტივალი წელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება. 13 ოქტომბერს ფესტივალს ჯგუფი Kayakata გახსნის. ჭიათურაში კონცერტი ყოფილი პიონერთა სასახლის ტერიტორიაზე  16:00 საათზე დაიწყება.

ფესტივალი Check In Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიების მხარდამჭერია ჭიათურის მუნიციპალიტეტი, მედია პარტნიორობას კი რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი, At.ge უწევს.

Kayakata ქართული ელექტროპოპ კოლექტივია, რომელიც Kung Fu Junkie-ის წევრებმა, ზურა ჯიშკარიანმა და მაქსიმე მაჩაიძემ ჩამოაყალიბეს. კოლექტივმა პირველი მუსიკალური ვიდეო 2017 წელს გამოაქვეყნა, 2019 წლის აგვისტოში კი სადებიუტო ალბომი “Sadaa” გამოუშვეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.