fbpx

14 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი „რვანახევარი“ იყო, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. 1964 წელს კობახიძემ გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“, რომელმაც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო. 1969 წელს, „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ, მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 

 

ქართული კინოს ფორუმი ბაკურიანში გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით – “თორმეტი გაკვეთილით” დაიხურა

4 დღის განმავლობაში კინოფორუმმა მაყურებელს შესთავაზა ის ქართული ფილმები, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს. ღონისძიების პროგრამაში იყო დიმიტრი ცინცაძის 2 ნამუშევარი – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე “შინდისი” და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”, ასევე დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი”, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები” და გიგა ლიკლიკაძის “ღორი”. 

კინოჩვენებების გარდა გაიმართა საინტერესო პანელ-დისკუსიები კინომემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებზე.  ქართული კინოს ფორუმს რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ბრი ლარსონის მოთხოვნით, მარველი  სუპერგმირ ქალებზე დამოუკიდებელ ფილმს გადაიღებს.

Image result for Brie Larson Says Marvel Women Have ‘Passionately’ Told Kevin Feige They Want All-Female Movie

კაპიტანი მარველის როლის შემსრულებელმა ბრი ლარსონმა Variety-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რამდენიმე მსახიობი ქალი ამ თემაზე უკვე ესაუბრა მარველის პრეზიდენტს, კევინ ფეიჯს. 

წყარო: https://variety.com/

 

კერი ვაშინგტონი რაიან მერფის ახალ ფილმში – The Prom ნიკოლ კიდმანთან და მერილ სტრიპთან ერთად ითამაშებს

მერფის ახალი ფილმი ბროდვეის მიუზიკლის ადაპტაცია იქნება და ის ლესბოსელი სტუდენტის ამბავზეა, რომელიც ინდიანას შტატის ერთ-ერთ კონსერვატიულ ქალაქში ცხოვრობს. მას სკოლის გამოსაშვებ საღამოზე თავის შეყვარებულთან ერთად მისვლა და ცეკვა უნდა, თუმცა მათ წვეულებაზე არ შეუშვებენ. ამ უსამართლობის წინააღმდეგ კი ბროდვეის ვარსკვლავები ერთიანდებიან. 

წყარო: https://deadline.com/

 

Disney-მ ემილი ბლანტისა და დუეინ ჯონსონის მონაწილეობით ახალი ფილმის ტრეილერი გაავრცელა

დუეინ ჯონსონი გემის კაპიტნის – ფრენკის როლს ასრულებს. ფრენკს ემილი ბლანტის გმირი – ლილი და მისი ძმა მაკრეგორი სამკურნალო უნარის მქონე ჯადოსნური ხის მოსაძებნად მიჰყავს. ფილმის მთავარ გმირებს გზაზე სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა უწევთ.  Disney-ის სათავგადასავლო ფილმი ეკრანებზე 2020 წლის 24 ივლისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.