Facebook კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა: რის გამო უჩივლეს გიგანტ სოციალურ ქსელს?
Facebook-ის ახალ პროექტს, სახელწოდებით “Calibra”, კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა: მობაილ ბანკის აპლიკაცია “Current” სოციალურ ქსელს მათი მსგავსი ლოგოს შექმნის გამო უჩივის. Calibra კრიპტოვალუტის პლატფორმაა, რომელშიც საკუთარი ციფრული საფულის შექმნაც შეგიძლიათ.
მობაილ ბანკის მიერ შეტანილი სარჩელის მიხედვით, კალიბრას ლოგო არა მსგავსი, არამედ იდენტურია.
Twitter-ზე გამოქვეყნებული სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსგავსება აშკარაა:
განსაკუთრებულად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორივე ლოგო სან-ფრანცისკოში არსებული სარეკლამო სააგენტო “Character”-ის მიერაა შექმნილი, რომლის წარმომადგენელიც სასამართლოში მოპასუხედ დაიბარეს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. CoinDesk-ის მიხედვით, კომპანია Current-მა ლოგოს სააპლიკაციო განაცხადი 26 ივნისს შეავსო, Calibra-ს გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
Current-ის ამჟამინდელმა დირექტორმა სტიუარტ სოპმა CNBC-ის განუცხადა, რომ ამ ლოგოს შესაქმნელად Character-თან 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ.
“ფეისბუქს დიდი ფულადი და სხვა რესურსი აქვს. თუ ნამდვილად სურდათ შეექმნათ ინკლუზიური და სამართლიანი ბანკინგის სისტემა, მაშინ სჯობდა თავად შეემუშავებინათ საკუთარი იდეები და ბრენდინგი, როგორც ჩვენ”, – განაცხადა მან.
ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ფეისბუქის ახალ პლატფორმას შეექმნა. Calibra, რომელიც კრიპტოვალუტაზე დაკვირვების მიზნითაა შექმნილი, უკვე ყველა მხრიდან კარგავს დამფუძნებელ წევრებს – მათ შორის PayPal-ს, Stripe-სა და eBay-ს. ასოციაციის პირველი შეხვედრამდე კი, რომელიც ორშაბათს გაიმართება, Mastercard-მა და Visa-მ თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
1,367 total views, 2 views today