fbpx

როგორ დაიკლო ხოაკინ ფენიქსმა 20 კგ-ზე მეტი ჯოკერის როლის შესასრულებლად


გააზიარე სტატია

 

ხოაკინ ფენიქსის ჯოკერად გარდასახვა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა კინოინდუსტრიის ისტორიაში. მსახიობმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა მაყურებელთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი  ბოროტმოქმედის როლი შეესრულებინა. ამ პერსონაჟის განსახიერებისთვის ხოაკინს წონის დაკლებაც დასჭირდა, რაც არც ისე მარტივი იყო, რადგან, საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში, მკაცრი დიეტის დაცვა მოუწია. 

მაყურებლებს ხშირად აღაფრთოვანებთ მსახიობების ამგვარი ტრანსფორმაცია და ხშირად, ასეთი რისკისთვის, განსაკუთრებულ დაფასებასაც იმსახურებენ ხოლმე.

44 წლის მსახიობისთვის ეს პროცესი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. ფენიქსი  მუდმივად პროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, რათა თავიდან აერიდებინა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: თავბრუსხვევა, დაღლილობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. საბოლოო ჯამში,  მსახიობმა როლისთვის 20 კილო დაიკლო.

ხოაკინის დიეტა  მოიცავდა ვაშლს, სალათის ფოთლებსა და მწვანე ლობიოს. ამის გარდა, ის დიდი რაოდენობით მინერალებს, ვიტამინებს, პროტეინებსა და ნახშირწყლებს იღებდა, რათა თავი მშიერად არ ეგრძნო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფენიქსი ვეგანია და აქტიურად იღებს მონაწილეობას ცხოველების დაცვასთან დაკავშირებულ კამპანიებში, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. 

ისედაც სტრესულ პროცესს თან ერთვოდა უდიდესი განსაცდელი, რომელსაც გადაღების მოედანზე განიცდიდა. ფილმის რეჟისორის, ტოდ ფილიპსის ოფისი გემრიელი სასუსნავებით, პრეცელებით იყო სავსე. მიუხედავად ამისა, მსახიობმა დიდი ნებისყოფა გამოავლინა და ცდუნებას  არ აჰყვა.

 

4,613 total views, 4 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.