fbpx

თბილისში, დედაენის ბაღში Tbilisi CannaExpo 2019 მიმდინარეობს


გააზიარე სტატია

დღეს, 20 ოქტომბერს, თბილისში, დედაენის ბაღში კანაფთან დაკავშირებული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ღია სივრცეში გამოფენილია გროუ ტენტები, განათებები, სასუქები, CBD ზეთები, მოსაწევი აქსესუარები და სხვა არანაკლებ საინტერესო ნივთები.

საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო გამოფენას ორგანიზებას გირჩი და ასევე სხვა რამდენიმე კომპანია უწევს — Seed Edri, GrowGrow,  Seedonia • სიდონია, სმოუკ თაიმ, Purple shop, Greeny • გრინი, Sun-Light და სხვები.

აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ გირჩის სარჩელი დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოხმარება სრულიად ლეგალურია.

თუმცა, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მარიხუანის შეძენა-შენახვა, კულტივაცია კვლავინდებურად დასჯადია.

კანაფთან დაკავშირებულ გამოფენაზე, რომელიც 20:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად თავისუფალია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.