fbpx

22 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

პრემია “ლიტერა” 2019-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:

  • წლის რომანი – ზურაბ ქარუმიძე, “UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში”
  • წლის პროზაული კრებული – დათო გორგილაძე, “ღმერთი სამსახურშია”
  • წლის პოეტური კრებული – ბექა ახალაია, “მტრედების იონა”
  • წლის დოკუმენტური პროზა – ნინო ლომაძე, “ვაშლის ბაღები” და სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, “SHEROES”
  • წლის დებიუტი – ნიკა ლაშხია, “დონორი”  და იაგო თვალაბეიშვილი, “ტრანსმუტაცია”
  • წიგნის წლის საუკეთესო დიზაინი – თორნიკე ლორთქიფანიძე – “100 წელი – 100 ფოტო”

 

 

ნიუ იორკში, Margaret Mead Film festival-ზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (Honorable Mention) დაიმსახურა მარი გულბიანის დოკუმენტურმა ფილმმა “სანამ მამა დაბრუნდება”

Image may contain: 2 people, text

წყარო: https://www.facebook.com/

 

CinéDOC-Tbilisi 2020 წელს 23-27 აპრილს ჩატარდება

Image may contain: text

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანია დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით. 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული რეჟისორები. ასევე ჩატარდება მასტერკლასები და ღია სესიები კინოპროფესიონალებისა და სხვა საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნინო კირთაძის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე შედგება

დოკუმენტური ფილმი I INVITE YOU TO MY EXECUTION ლაიფციგში საერთაშორისო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. ფილმის წარდგენის გარდა, ნინო კირთაძე საინტერესო პანელ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ფილმს? – დისკუსიის წევრები მოდერატორთან ერთად განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კოპროდუქციების შემთხვევაში ფილმისთვის წარმომდგენი ქვეყნის შერჩევა და რა თავისებურებები აქვს ამ პროცესს.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

მსახიობ ბილ მიურეის რომის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

69 წლის მიურეი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებას მსახიობები ფრენსის მაკდორმანდი და ედვარდ ნორტონი და რეჟისორი უეს ანდერსონი დაესწრნენ.  რომის კინოფესტივალი 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“  გოგი გვახარიას წიგნის – „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ პრეზენტაცია გაიმართება 

წიგნის ანოტაცია: საბჭოთა და ქართული კინოს ისტორიაში ჯერჯერობით ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი. მისი „მიფრინავენ წეროები“ ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. უფრო მეტიც, 2001 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად „მიფრინავენ წეროები“ ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა. საქართველოში ბევრმა არ იცის, ვის ოჯახში გაიზარდა კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი მიხეილ კალატოზიშვილი. არ იციან, მაგალითად, რომ კალატოზიშვილის ბებია, მაკრინე ავალიშვილი, სწორედ ის ქალია, ილიას და აკაკის ლექსები რომ მოქარგა სუფრაზე, არ იციან, რომ კალატოზიშვილის დეიდები მისიონერები იყვნენ ჩინეთში, მაგრამ თითქმის არავინ იცის მთავარი – რატომ დატოვა 1933 წელს სამშობლო მიხეილ კალატოზიშვილმა და რატომ გახდა მიხეილ კალატოზოვი. 

ეს წიგნი კალატოზიშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ანალიზია. შემოქმედება, როგორც ბიოგრაფია, და ბიოგრაფია, როგორც კინო. როგორ მოხდა, რომ სტალინური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე კონიუნქტურული ფილმის, „ვალერი ჩკალოვის“ ავტორმა „მიფრინავენ წეროებით“ პირველმა აცნობა კინოს სამყაროს „დესტალინიზაციის ეპოქის“ დასაწყისი. როგორ მოხდა, რომ 60-იან წლებში უკვე სახელოვანი და ტიტულოვანი რეჟისორი ფორმალისტად მონათლეს? რა შეცვალა „ჯიმ შვანთეს“ ავტორმა მიხეილ კალატოზიშვილმა კინოს ენაში?

წყარო: https://iliauni.edu.ge/

 

2 ნოემბერს მუსიკალური ფესტივალის, Summer Set-ის შემოდგომის ღონისძიების ჰედლაინერი გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha იქნება

 

ღონისძიება ფესტივალის ახალ სივრცეში Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება. Boris Brejcha-ს ჩამოსვლა Helloween-ის შაბათს ემთხვევა. სტუმრებს Warehouse 7/მე-7 პავილიონი მთლიანად ტრანსფორმირებული დახვდებათ შესაბამისი დეკორაციებითა და აქსესუარებით. 

გერმანელი მუსიკოსი და პროდიუსერი Boris Brejcha თავისი ნიღბით და შოუს ელემენტებითაა ცნობილი. უკვე წლებია ის წამყვანი ფესტივალების და კლუბების ჰედლაინერია. Boris Brejcha-სთან ერთად მოსული სტუმრები ფესტივალის სცენაზე წინა სეზონზე აღმოჩენილ ახალ არტისტს Ziad Aliev-ს და დიჯეების დუოს – Endorphins-ს მოისმენენ.  

Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა ბათუმსა და თბილისში.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.