fbpx

4 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

მარიამ ჭანტურია რუსეთის ქალაქ იჟევსკში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

Image may contain: 1 person, smiling

მან 70 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

რუსეთში გამართულ 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

Liparteliani – Nagucheva

ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვება ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში

Gepostet von Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია am Freitag, 1. November 2019

 

ქართველი ძიუდოისტი 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალში რუსი დანა ნაგუჩევა იპონით დაამარცხა.  ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი წელს მეორედ ტარდება

Gepostet von Tbilisi International Animation Festival – TIAF am Dienstag, 15. Oktober 2019

 

 2019 წლის 2-5 ნოემბერს თბილისში ანიმაციური ფესტივალი გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური და მასთან დაკავშირებული აუდიო/ვიდეოხელოვნების სხვა ფორმების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას, ანიმაციის სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიება მოიცავს კინოჩვენებებს, ვორქშოპებს, ფილმების ავტორებთან შეხვედრებს, გამოფენებს და სხვ. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმების საკონკურსო პროგრამა მთელი მსოფლიოდან – თემატური პროგრამები, საუკეთესო ფილმები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Netflix-მა ფენტეზის ჟანრის საკულტო წიგნების სერიის – The Witcher-ის მიხედვით გადაღებული სერიალის ტრეილერი გაავრცელა

სერიალში მთავარ როლს ჰენრი კავილი ასრულებს. მსახიობი ურჩხულებზე მონადირე გერალტის პერსონაჟს განასახიერებს. ნეტფლიქსის ახალი შოუს პრემიერა 20 დეკემბერს იგეგმება. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ოსკარის მფლობელი ლეგენდარული ჯეინ ფონდა ბოლო ერთ თვეში მეოთხედ დააპატიმრეს

Image result for Jane Fonda got arrested AGAIN. Make that the 4th Friday in a row

დაპატიმრების მიზეზი კვლავ კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად გამართული არასანქცირებული აქცია იყო.  მსახიობი იანვრიდან მოყოლებული თითქმის ყოველკვირა მონაწილეობს ე.წ. პარასკევის გაფიცვით ცნობილ საპროტესტო აქციებში, სადაც ხელისუფლებისა და დიდი კორპორაციების მიერ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგაშო შედეგების უარყოფას აკრიტიკებენ.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ლედი გაგა დიდ ეკრანს უბრუნდება

Lady Gaga

მომღერალი და მსახიობი რიდლი სკოტის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმი მოდის სახლ “გუჩის” დამაარსებლის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის ამბავს მოგვითხრობს. გაგა სურათში მისი ცოლის, პატრიცია რეჯიანის როლს მოირგებს, რომელიც მაურიცოს მკვლელობის დაგეგმვისათვის გაასამართლეს. 

წყარო: https://www.bbc.com/

 

Radiohead-ის ვოკალისტმა ტომ იორკმა სიმღერაზე – Last I Heard  გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა

შავ-თეთრი ანიმაციური ვიდეორგოლი ნიუ-იორკის ექსპერიმენტულ სტუდია Art Camp-ში კინემატოგრაფმა და დიზაინერმა საად მუსადიმ შექმნა. ამ იდეის განსახორციელებლად სტუდიას 3 ათასი შავ-თეთრი ფოტო დასჭირდა. ყველა მათგანი ხელითაა შექმნილი. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.