fbpx

როგორ შეებრძოლება ფეისბუქი ყალბ ინფორმაციას აშშ-ში დაგეგმილ 2020 წლის არჩევნებში?


გააზიარე სტატია

ფეისბუქმა განახლებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა: ოქტომბრის ბოლოდან ამოქმედდა ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს პლატფორმაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას – კომპანიამ უკვე გააუქმა ირანსა და რუსეთში დაფუძნებული ოთხი ანგარიშის ქსელი, რომლებიც ყალბ პოლიტიკურ სიახლეებს ავრცელებდნენ და მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდათ. 

ცვლილებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

  • Facebook Protect – იმ ფუნქციების ერთობლიობა, რომლებიც პოლიტიკოსების ანგარიშებს დაიცავს. “კანდიდატებს მოეთხოვებათ აამოქმედონ “ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია”, შედეგად, მათი ფეისბუქის ანგარიშები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, რათა თავიდან ავიცილოთ ჰაკერული თავდასხმები.”

 

  • ფეისბუქის გვერდის მფლობელის შესახებ ინფორმაციის დამატება ახალი ჩანართის საშუალებით, სახელწოდებით “ორგანიზაციები, რომლებიც ამ გვერდს მართავენ”, რომელშიც შედის ორგანიზაციის იურიდიული სახელი, ქალაქი, ტელეფონის ნომერი ან ვებგვერდი.

  • მომავალი თვის დასაწყისიდან გამომცემლებს, რომლებიც თავიანთი ხელისუფლების რედაქტორულ კონტროლს ექვემდებარებიან, ეწოდებათ “სახელმწიფო კონტროლირებადი მედია”. ამაში შედის ისეთი გამომცემლობა, როგორიცაა Russia Today.

  • ყალბი ინფორმაციის შემცველ ფოტოებსა და ვიდეოებს გაუჩნდებათ სპეციალური წარწერა, რომ კონკრეტული ინფორმაცია არასანდოა და ამასთანავე, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, წაიკითხონ fact-checker-ის მიერ დაწერილი განმარტებითი სტატია.

  • მაკონტროლებელი ფეისბუქ ინსტრუმენტის შემოღება, რათა მომხმარებლებმა ნახონ, რამდენს ხარჯავენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ფეისბუქზე –  ხელმისაწვდომი იქნება ისეთი დეტალებიც, როგორებიცაა სახელმწიფო და რეგიონული ხარჯები.

  • აკრძალული იქნება ისეთი რეკლამები, რომლებიც ხალხს მოუწოდებს, რომ ხმის მიცემას აზრი არ აქვს და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

  • 2 მილიონი დოლარი დაიხარჯება მედია-წიგნიერების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

 

“ეს პროგრამა მოიცავს ტრენინგებს, რომელიც ინსტაგრამის უმსხვილეს ანგარიშებს დაეხმარება, შეამცირონ დეზინფორმაციის გავრცელება, ასევე ხანდაზმული მოსახლეობისა და სტუდენტების შეხვედრებს, სადაც ისინი გაეცნობიან ონლაინ უსაფრთხოებას და მედია წიგნიერების საკითხებს, ამასთანავე, ღონისძიებები გაიმართება ისეთ საჯარო ადგილებში, როგორებიცაა წიგნის მაღაზიები, ცენტრები, ბიბლიოთეკები და სხვა”.

 

ორიგინალი: https://www.theverge.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.