fbpx

Now Is Everything – ფილმი ახალგაზრდა ქართველი მსახიობებისა და ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით


გააზიარე სტატია

დღეს გავრცელდა რიკარდო სპინოტისა და ვალენტინა დე ამიჩისის გადაღებული ფილმის Now Is Everything-ის ტრეილერი, სადაც ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი ბრიტანელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობენ.

ფილმში რეჟისორმა ცნობილი ვარსკვლავების შთამომავლობას მოუყარა თავი – პროექტში, ენტონი ჰოპკინსის გარდა ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები.

ასევე ფილმზე იმუშავა, კიდევ ერთმა ქართველმა – მხატვარმა ლაშა ზამბახიძემ. ფილმის კოსტიუმების დიზაინერია „ოსკარზე“ 12-ჯერ ნომინირებული კოლინ ეტვუდი.

  • რეჟისორები: რიკარდო სპინოტი და ვალენტინა დე ამიჩის
  • ოპერატორი: დანტე სპინოტი
  • პროდაქშენ დიზაინერი: ლაშა ზამბახიძე
  • კოსტიუმების დიზაინერი: კოლინ ეტვუდი
  • მთავარ როლში: ირაკლი კვირიკაძე

ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს ტალინში იგეგმება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.