ინტერნეტში ფილმ And Then We Danced-ის პირატული ვერსია გავრცელდა – დაიწყო გამოძიება
გააზიარე სტატია

ინტერნეტში ფილმ And Then We Danced-ის სამუშაო ვერსია გავრცელდა – ამის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუკზე” ფილმის პროდიუსერმა ქეთი დანელიამ გაავრცელა. მისი სიტყვებით, ფილმის სამუშაო ვარიანტი პირატულადაა გავრცელებული, რაც ამცირებს ფილმის საფესტივალო კამპანიის შანსებს, მათ შორის “ოსკარების” დაჯილდოვების პროცესში. ქეთი დანელიას სიტყვებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულია ავტორიზების გარეშე ფილმის გავრცელებაში.


