fbpx

5 მარტივი ნაბიჯი ფეისბუქში ეფექტური რეკლამის განსათავსებლად


გააზიარე სტატია

ავტორი: მარი კერესელიძე

 

ფეისბუქს  წარდგენა არ სჭირდება, რადგან ის დღეს  მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია, რომელსაც ყოველთვიურად 1,7 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. გასაკვირი არ არის, რომ პლატფორმა მომხმარებლების შესახებ უამრავ ინფორმაციას ფლობს, მიზეზი კი მარტივია – ჩვენ თავად ვაძლევთ ამის უფლებას, Facebook-ზე ყველა საჭირო ინფორმაცია გვაქვს მითითებული – დაწყებული ოჯახური მდგომარეობიდან, დამთავრებული სამუშაო ადგილით. რეკლამის სპეციალისტები ამ მონაცემებს შესანიშნავად იყენებენ საკუთარი კომპანიებისთვის, ქმნიან სარეკლამო კამპანიებს, საზღვრავენ სამიზნე აუდიტორიას და სხვა.

 

როგორ შეიძლება  სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა ფეისბუქში?

 

#1. დაისახეთ “ამოცანა”

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ რა მიზანსაც დაისახავთ, იმ შედეგს მიიღებთ. თუ რეკლამას მხოლოდ “ნახვაზე” გაუშვებთ, მიიღებ “ნახვებს”, მაგრამ არა ჩართულობას. ფეისბუქის ჭკვიანმა ალგორითმა ყველაზე კარგად იცის, რომელ მომხმარებელს რა ქცევა ახასიათებს. თუ გსურთ, მოწონებები და კომენტარები მოაგროვოთ, მაშინ ჩართულობა/Engagement უნდა დაისახოთ  “ამოცანად” და თქვენს რეკლამას ზუსტად იმ აქტიურ კატეგორიას ამოუგდებს, რომლებიც აქტიურად იწონებენ, აკომენტარებენ, აზიარებენ და ა.შ.


#2. აირჩიეთ სამიზნე აუდიტორია:

  • ადგილმდებარეობის მიხედვით – ქვეყანა, ქალაქი, საფოსტო კოდი, კონკრეტული დისტანცია.
  • დემოგრაფიის მიხედვით – ასაკი, სქესი, განათლება, სალაპარაკო ენა.
  • ინტერესების მიხედვით – რა ინტერესები აქვს შენს მომხმარებელს, რომელი გვერდები აქვს მოწონებული, რა ტიპის კონტენტი აინტერესებს და ა.შ. არჩევანი დიდია და უამრავი კატეგორია არსებობს: სპორტი, ფილმები, მუსიკა, თამაშები, შოპინგი.
  • ქცევითი მახასიათებლების მიხედვით – რომელი მობილური მოწყობილობები აქვთ, ყიდულობენ თუ არა ტანსაცმელს ონლაინში, რამდენად ხშირად მოგზაურობენ და ა.შ. 
  • ბაზების მიხედვით – თუ გაქვთ მომხმარებლების ელფოსტის მისამართები ან მობილურის ნომრები, შეგიძლიათ უშუალოდ მათზე გაუშვათ რეკლამა. 

 

#3. განსაზღვრე ადგილმდებარეობა – არსებობს ორი ვარიანტი:

  •  ავტომატური განთავსება (Automatic Placement) – ამ შემთხვევაში ფეისბუქი ავტომატურად განათავსებს რეკლამას არსებულ ყველა პლატფორმაზე, რომელზეც თქვენი რეკლამის განთავსება არის ნებადართული. 
  •  შეცვალეთ განთავსება (Edit Placement) – ამ ვარიანტის არჩევისას, თქვენ თვითონ განსაზღვრავთ რეკლამის ადგილმდებარეობას.

Edit Placement-ის არჩევის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 5 ძირითადი არეალი, სადაც განათავსებთ რეკლამას:

  • დესკტოპის სიახლეების ველი (Facebook desktop news feed)
  • ფეისბუქის მარჯვენა სვეტი (Facebook Right Column)
  • მობილურის სიახლეების ველი Facebook mobile news feed)
  • აუდიენციის ქსელი (Audience Network)
  • ინსტაგრამი (Instagram)

 

#4. განსაზღვრე რეკლამის ბიუჯეტი

რამდენი დოლარის დახარჯვა გინდათ? რა პერიოდის განმავლობაში? უპასუხეთ ამ კითხვებს, შემდეგ კი აირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი: 

  • Daily Budget – დღიური ბიუჯეტი, რაც ნიშნავს თქვენს მზაობას, რამდენის დახარჯვა გსურთ ერთ დღეში.
  • Lifetime Budget – “ცხოვრების”, ე.წ. ხანგრძლივი ბიუჯეტი, რომლის დროსაც არ ხართ შეზღუდული 24 საათით და შეგიძლიათ განსაზღვროთ როდის დაიწყება და დამთავრდება რეკლამა.

მინიმუმ რა ბიუჯეტი გვჭირდება რეკლამირებისთვის?

მინიმალური ბიუჯეტი დამოკიდებულია თქვენი რეკლამის მიზანზე:

  • Impression (“შთაბეჭდილება”, ანუ რამდენჯერ ნახა მომხმარებელმა შენი რეკლამა) – სულ მცირე 1$ დღეში
  • ლაიქი, ვიდეოს ნახვები, პოსტზე ჩართულობა – სულ მცირე 5$ დღეში
  • განაცხადები (შეთავაზებები), აპლიკაციების გადმოწერა და სხვა ღონისძიებები – სულ მცირე 40$ დღეში

#5. შეარჩიეთ რეკლამის ფორმატი

ფოტო/Single Image, ვიდეო/Single Video, კარუსელი/Carousel Ads, კანვასი/Canva, კოლექციები/Collections.

 

წარმატებული ქეისები

Cupcakin’ Bake Shop​ კალიფორნიაში მდებარე კექსის საცხობია, რომლის მიზანი ბიზნესის ზრდა იყო. ფეისბუქზე რეკლამის შექმნისას მათ სამიზნე აუდიტორია განსაზღვრეს შემდეგი პრინციპით: 18-55 წლამდე ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ საცხობიდან მაქსიმუმ 5 მილის დაშორებით და მათი ძირითადი ინტერესები იყო: ქორწილი, ყვავილები, კექსები. 1 წლის განმავლობაში ფეისბუქზე განთავსებულმა რეკლამამ 4,5-ჯერ მეტად გაზარდა რეალიზაცია,  ვიდრე ბეჭდურმა რეკლამამ.

NBA-ის გუნდ Orlando Magic-ს სურდა თამაშის ბილეთების პოპულარიზაცია და გაყიდვა, ამისთვის გამოიყენეს არსებული ბაზა. მათ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა  18-ისა და უფრო მეტი ასაკის ადამიანები, რომელთა ინტერესებიც მოიცავდა თამაშის პირდაპირ ეთერში ყურებას, კალათბურთს და თავად Orlando Magic-ის გულშემატკივრები იყვნენ. შედეგად, სხვა სარეკლამო არხებისგან განსხვავებით, ფეისბუქიდან 84%-ით მაღალი ინვესტიციების ბრუნვა (ROI) მიიღეს.

 

 

2,354 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.