fbpx

დეტროიტის ავტოშოუზე “მერსედესისა” და “აუდის” ახალი მოდელები წარმოადგინეს


გააზიარე სტატია

დეტროიტში, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე, Audi A7-ის ახალი მოდელი წარმოადგინეს. “აუდის” მწარმოებლების დახასიათებით, ახალი A7 “ემოციური მყიდველისთვისაა” განკუთვნილი, რომელიც მანქანისგან მეტ ათლეტურობასა და მრავალმხრივობას მოითხოვს. A7 ამერიკაში გაზაფხულიდან  გაიყიდება.  ახალი მოდელის ფასი ჯერჯერობით კომპანიას არ გამოუცხადებია.

დეტროიტის ავტოშოუზე, მიჩიგანის თეატრში, ასევე გაიმართა 2019 Mercedes-Benz G-class-ის პრეზენტაციაც. ჟურნალისტების შეფასებით, “მერსედესმა” სალონის მინიმალური, მაგრამ დახვეწილი ტექნიკური აპგრეიდით მანქანის 21-ე საუკუნეში უმტკივნეულოდ “გადმოყვანა” შეძლო,  ხასიათის შეცვლის გარეშე. ახალი G-Wagen მაისიდან გაიყიდება და მისი ფასი ევროპაში 107 040 ევრო იქნება.

 

წყარო: theverge.com, bloomberg.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.