fbpx

19 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

23 ნოემბერს კინოთეატრი “ამირანი” და Artists Union ConceptArt წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ უნიკალურ პროექტს მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის – “სევდის ანგელოზების” პრემიერასთან ერთად, აღიარებული ქართველი მუსიკოსები კინოთეატრის სცენაზე მის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

Image may contain: 1 person, closeup and text

“სევდის ანგელოზები”, რომელიც სცენარისტმა თეონა ჯორბენაძემ რამდენიმე ქალაქში გადაიღო (ბერლინი, ბრიუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი) მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო. ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა. ფილმის ჩვენებამდე კინოთეატრის სცენაზე შესრულდება გია ყანჩელის ნაწარმოებები. 

ნიკოლოზ რაჭველი, ალტისტი გიორგი ცაგარელი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ესტაფეტას გადასცემენ ახალი თაობის ვარსკვლავებს. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ – ნუცა თოფურია (ვოკალი), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცოტნე ზედგინიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა).
წყარო: https://www.facebook.com/

 

უტა ბერიას ფილმის, “უარყოფითი რიცხვების” მსოფლიო პრემიერა არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

Image may contain: 2 people, people sitting and beard

“უარყოფით რიცხვებს” ქართველი მაყურებელი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავს. ფილმის სიუჟეტი არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ამბავზე მოგვითხრობს და გვიჩვენებს, თუ როგორ ცვლის სპორტი, ამ შემთხვევაში რაგბი, მოზარდების ცხოვრებას. 

 

ტონინო გუერას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მისი მეუღლე – ლორა გუერა დაესწრება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება მიხეილ მრევლიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით „გამარჯობა, ქარი ქრის“. ფილმის ჩვენება 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში შედგება. 

ფილმი ეძღვნება იტალიელ პოეტს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს – ტონინო გუერას, მოიცავს ფრაგმენტებს მისი ბიოგრაფიიდან და აერთიანებს იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც გადაღებულია როგორც მაესტროს სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებას ტონინო გუერას მეუღლე – ლორა გუერა დაესწრება. ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო. ფილმის სათაური „გამარჯობა, ქარი ქრის“ ტონინო გუერამ პირველად 2000 წელს, თბილისში  ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის გამართულ მასტერკლასზე გააცხადა. ტონინო გუერას გარდა ფილმში შეხვდებით: ფედერიკო ფელინის, მიქელანჯელო ანტონიონის, ფრანჩესკო როზის, პაოლო და ვიტორიო ტავიანებს, ჯუზეპე ტორნატორეს, ვიმ ვენდერსს, თეო ანგელოპულოსსა და კარლა ფრაჩის.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

ემა სტოუნი Louis Vuitton-ის სუნამოს, Coeur Battant-ის რეკლამაში გადაიღეს.

ოსკაროსანი მსახიობი სარეკლამო სცენების გადასაღებად იტალიასა და საფრანგეთში ჩავიდა. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ბრიტანელი მსახიობი ჯეინ ჰეივარდი ავარიის დროს დაიღუპა

 Jane Haywood died after being hit by a bus in Rickmansworth

 69 წლის მსახიობს 2-სართულიანი ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა ქალაქ რიკმანსვორთში მოხდა, როდესაც მსახიობი გზაზე გადადიოდა და მისკენ მომავალი ტრანსპორტი ვერ შენიშნა. ჰეივარდი მონაწილეობდა სერიალებში: „წმინდა ინგლისური მკვლელობა“, „ტიბეტური ზარი“ და „ვიპკორდის სახლი“.

წყარო: https://www.thesun.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.