fbpx

ეკრანებთან გატარებული დიდი დრო ბავშვებში ტვინის სტრუქტურულ ცვლილებას იწვევს


გააზიარე სტატია




რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Yama Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  ეკრანებთან გატარებული დიდი დრო  ბავშვებში წიგნიერებასა და ენობრივ უნარებს აქვეითებს. ეს ფაქტი დადასტურდა მათი ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიითაც.

კვლევაში, რომელიც კოგნიტური უნარების დასადგენად  ჩატარდა, 5-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ.  მშობლებმა უპასუხეს შეკითხვებს საკუთარი შვილების ეკრანზე მიჯაჭვულობის ჩვევების შესახებ. 

შეკითხვები ასეთი იყო: რა დროს ატარებენ თქვენი შვილები ეკრანებთან? რას უყურებენ? თუ არის მათთან ახლოს ზრდასრული, რომელიც უხსნის,  რა ხდება იმ მომენტში ეკრანზე? მშობელთა პასუხები ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციების მიხედვით შეფასდა, ბავშვებს კი ჩაუტარდათ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

ცვლილებები ტვინში: სკანირებამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ეკრანის წინ დიდ დროს ატარებდნენ, აღენიშნებოდათ თეთრი ნივთიერების დაქვეითება.  

თავის ტვინის თეთრი ნივთიერება ერთგვარი შინაგანი  საკომუნიკაციო ქსელია – მისი გრძელი ნერვული ბოჭკოები დაფარულია ცხიმოვანი იზოლაციით, რომელიც ელექტრულ სიგნალებს ტვინის ერთი ადილიდან მეორეში შეფერხების გარეშე გადასცემს.

ამ სტრუქტურის მთლიანობა გულისხმობს იმას, თუ რამდენად სწორად არის ორგანიზებული ნერვული ბოჭკოები და რამდენად კარგადაა განვითარებული მიელინის გარსი, რაც კოგნიტურ ფუნქციებთან არის დაკავშირებული და ვითარდება ენების შესწავლის დროს.

ჯონ ჰიუტონის მიხედვით,  ეკრანების ხშირ გამოყენებასა და თეთრი ნივთიერების მთლიანობის დაქვეითებას შორის მკაფიო კავშირი არსებობს. სტრუქტურული ცვლილება ასახულია კოგნიტური ტესტის შედეგებშიც, რომლის მიხედვითაც,  ეკრანისთვის დათმობილი დიდი დრო დაკავშირებულია წიგნიერებისა და ენობრივი უნარების დაქვეითებასთან.

რთულია, ზუსტად თქვა, თუ ეკრანთან გატარებული დროის რა ხანგრძლივობაა  უსაფრთხო ბავშვისთვის. ჩემი დევიზია – “ეკრანის გარეშე – სამ წლამდე”. რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებს ბავშვი ეკრანთან, მით უფრო განვითარებული აქვს კომუნიკაციის შესაძლებლობები და ენობრივი უნარები.

“კვლევა მცირეა, თუმცა მნიშვნელოვანი, რამდენადაც პირველად დადგინდა  კავშირი ბავშვებში ეკრანებთან გატარებულ დროსა და ტვინის სტრუქტურულ ცვლილებას შორის. კვლევის შემდეგ ეტაპზე ბავშვებს ჩაუტარდებათ დამატებითი ტესტები და ამასთან, დადგინდება, თუ რა გავლენას ახდენს მშობლების მიერ ეკრანებთან გატარებული დროის ინტენსივობა ბავშვებზე”.


”საჭიროა სიფრთხილე. ბავშვები არ არიან  ზრდასრულები და მათი მოთხოვნილებები იცვლება მათ ასაკობრივ განვითარებასთან ერთად”, – ამბობს ჰიუსტონი.


ორიგინალი: https://www.technologyreview.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.