გამოცხადდა “2019 წლის ამინდის ფოტოგრაფების” კონკურსის შედეგები
გააზიარე სტატია
“2019 წლის ამინდის ფოტოგრაფების” კონკურსში 2000 ფოტოგრაფი მონაწილეობდა. მათ 5700-ზე მეტი ფოტო წარადგინეს. კონკურსი ბრიტანეთის სამეფო მეტეოროლოგიურმა საზოგადოებამ გამოაცხადა.
ჩემი მოლოდინების ზემოთ/Above My Expectations. გამარჯვებული სურათი გარეტ მონ ჯონსიმ გამთენიისას გადაიღო სნოუდონიაში, ჩრდილო-დასავლეთ უელსში.
ელვის ძალა/The Power of Lightning. ელენა სალვაის სურათი იტალიაში, კერძოდ, რიომაგგიორის სანაპიროზეა გადაღებული. ის მეორე ადგილზე გავიდა და ხალხის რჩეულიც გახდა.
თოვლის როლები ვილტშირში/ Snow Rollers in Wiltshire. ბრაიან ბილისმა ეს ბუნებრივი მოვლენა მარლბოროს რეგიონში გადაიღო. სურათი მეორე ადგილზე გავიდა.
სანახაობრივი ელვისებური შოუ Trial Bay-ზე/ Spectacular Lightning Show over Trial Bay. ავსტრალიის South West Rock-ის მახლობლად. უგო ბეგის სურათმა 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში გაიმარჯვა.
მოტოციკლეტი დაიჭირეს თოვლში/ Motorcycle Caught in the Snow. 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში მეორე ადგილზე ალი ბაგერის ფოტო მოხვდა, რომელიც ირანშია გადაღებული.
მოკლე სიაში (Shortlist) მოხვედრილი ფოტოსურათები
Comin ta Getcha – ცუ შორტმა რბოლის პროცესის სურათი მექსიკაში გადაიღო და დამსახურებულად მოხვდა მოკლე სიაში.