fbpx

ფოტოგრაფი, რომელიც მუზეუმის დამთვალიერებლებსა და მათ ჩაცმულობას ხელოვნების ნიმუშებს უხამებს


გააზიარე სტატია

 

თითოეული ჩვენგანი მუზეუმებს  იმ მიზნით სტუმრობს, რომ ხელოვნების დიად ნამუშევრებს გაეცნოს,  საფრანგეთში მოღვაწე ფოტოგრაფი სტეფან დრაშანი კი მუზეუმებში დიდ დროს  სწორედ საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად ატარებს.

ფოტოგრაფი  საათებისა და დღეების  განმავლობაში დიდი მოთმინებით  ელოდება დამთვალიერებლებს, რომლებიც სხვადასხვა დეტალით ჰარმონიულად ერწყმიან ამა თუ იმ მხატვრულ ნაწარმოებს.  

“ჰარმონიული შეთავსება ხელოვნების ნაწარმოებთან”, – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც ერთი შეხედვით დადგმული გვეჩვენება. თუმცა, ფოტოგრაფი გვარწმუნებს, რომ სრულყოფილი კადრები მხოლოდ მისი საათობრივი ლოდინისა და მოთმინების შედეგია.

სამხატვრო გალერეების  სტუმრობისას სტეფან დრაშანი ყოველთვის ცდილობს,  ხელოვნების ნაწარმოებსა და დამთვალიერებელს შორის საინტერესო, ჰარმონიული  დამთხვევა დაინახოს, რომელიც ვიზიტორთა ვარცხნილობაში, ტანსაცმლის ფერსა და ფაქტურაში გამოიხატება.

ასე რომ, თუ ვენის, ბერლინისა და პარიზის მუზეუმებში სტუმრობას აპირებთ,  შეეცადეთ, ერთი წამით მაინც მოსწყვიტოთ თვალი ნამუშევრებს – რა იცით, იქნებ  იდეალური კადრის მომლოდინე ფოტოგრაფიც დაინახოთ.

 

 

ორიგინალი: https://www.demilked.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.